"ძალიან ბედნიერი, მოტივირებული და მოტივირებული და "დამშეული" ვარ" - არველაძის პირველი კომენტარი "ჰალში" დანიშვნის შემდეგ

"ძალიან ბედნიერი, მოტივირებული და მოტივირებული და "დამშეული" ვარ" - არველაძის პირველი კომენტარი "ჰალში" დანიშვნის შემდეგ

ახალი ამბები / პოლიტიკა
28-01-2022, 00:58



"ჰალის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ შოთა არველაძემ პირველი კომენტარი გააკეთა:

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საშუალება მომცა, რომ "ჰალის" მწვრთნელი გავმხდარიყავი. მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც საფეხბურთო სექტორშია, ინგლისში მუშაობა სურს... ბედნიერი ვარ და ახლა ჩემი ოჯახი ძალიან ამაყობს.

ძალიან მოტივირებული და "დამშეული" ვარ, რათა ამ ბიჭებთან ერთად კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ჩვენი გუნდი ერთგვარი მიქსია, სადაც გამოცდილი, ასევე კრეატიული და ნიჭიერი ტალანტები თამაშობენ.

მიყვარს მიმზიდველი შემტევი ფეხბურთი... როდესაც გულშემატკივარი მოედანზე მოდის, მას ლამაზი თამაშის ხილვა სურს. მთავარი მიზანი ყოველთვის გამარჯვება

იქნება.

მოუთმენლად ველი მატჩს "სუონსისთან" და ჩვენს ფანებთან შეხვედრას. გულშემატკივრები უნდა მოვიდნენ და უგულშემატკივრონ კლუბს რომელიც უყვართ და ბიჭებს მხარი დაუჭირონ.

მოდით, ეს გავაკეთოთ და ერთად გავიმარჯვოთ", - ამბობს არველაძე.



კომენტარები
წაიყვანს თუ რა შოთა კვარას “ჰალში”? – არველაძის კომენტარი
წაიყვანს თუ რა შოთა კვარას “ჰალში”? – არველაძის...
21-01-2022, 00:56
ანჩელოტი: ხავის ხელმძღვანელობით "ბარსელონა" უკეთესი გახდება
ანჩელოტი: ხავის ხელმძღვანელობით "ბარსელონა"...
12-01-2022, 01:19
კირკიტაძე: "დინამო თბილისში" 100%-ით რომ არ დაიხარჯო, არ შეიძლება"
კირკიტაძე: "დინამო თბილისში" 100%-ით რომ არ...
10-01-2022, 01:10
შოთა არველაძემ "კრასნოდარის" მწვრთნელად შესაძლო დანიშვნაზე გააკეთა კომენტარი
შოთა არველაძემ "კრასნოდარის" მწვრთნელად შესაძლო...
6-01-2022, 01:19
შოთა არველაძე ინგლისური გუნდის ტექნიკური დირექტორი ხდება
შოთა არველაძე ინგლისური გუნდის ტექნიკური...
5-01-2022, 01:34
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно