კოვიდმა პარიზსაც შეუტია — მესისა და პსჟ-ს კიდევ 3 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

კოვიდმა პარიზსაც შეუტია — მესისა და პსჟ-ს კიდევ 3 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალი ამბები / ფეხბურთი
3-01-2022, 01:09



პარი სენ ჟერმენის" ოთხ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იტყობინება პარიზული კლუბის პრესსამსახური.

ასე და ამგვარად, საუბარია ლიონელ მესიზე, ხუან ბერნატზე, სერხიო რიკოსა და ნათან ბიტუმაზალაზე.

ყველა ზემოთნახსენები ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია და მოქმედი პროტოკოლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

როგორც ხედავთ, დაინფიცირებულთა შორისაა მესიც, რომელიც პარიზელებს გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში 34 წლის არგენტინელმა "პსჟ"-ს რიგებში 16 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.


კომენტარები
ვინ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში 2021 წელს?
ვინ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში 2021...
1-01-2022, 20:05
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно