"არავის აქვს უფლება წასვლის სურვილის გამო გამაკრიტიკოს", - მბაპეს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა რეალში იანვარშივე გადავიდეს

"არავის აქვს უფლება წასვლის სურვილის გამო გამაკრიტიკოს", - მბაპეს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა რეალში იანვარშივე გადავიდეს

ახალი ამბები / ფეხბურთი
29-12-2021, 00:54



პსჟ-ს“ ვარსკვლავურმა შემტევმა, კილიან მბაპემ, საკუთარ მომავალზე და გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალში“ ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

„შესაძლებელია თუ არა იანვარში მადრიდის „რეალში“ გადასვლა? არა, სეზონს 100%-ით „პსჟ-ში“ ჩავამთავრებ.

წავალ თუ არა „რეალში“ ზაფხულში? ახლა ჩემს მომავალზე სალაპარაკოდ იდეალური დრო არ არის. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ „პსჟ-სთან“ ერთად თებერვალში და მარტში „რეალი“ დავამარცხო და ჩემპიონთა ლიგა მოვიგო.

ვნანობ თუ არა იმას, რომ გასულ ზაფხულს გუნდიდან წასვლის სურვილი გამოვთქვი? არა, არაფერს არ ვნანობ, იმიტომ რომ გულწრფელი ვიყავი. არავის აქვს ჩემი გაკრიტიკების უფლება, რადგან ეს ჩემი სურვილი იყო, ინდივიდუალური სურვილი.“ - აღნიშნა მბაპემ CNN-თან საუბარში.

ფრანგ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდს დატოვებს და უდიდესი ალბათობით, მადრიდის „რეალში“ გადაბარგდება.

შეგახსენებთ, რომ „რეალი" და „პსჟ" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი თებერვალში გაიმართება, საპასუხო კი - მარტში. 

კომენტარები
მბაპე: "როცა მესის გვერდით თამაშობ, გარკვეულ დათმობაზეც უნდა წახვიდე"
მბაპე: "როცა მესის გვერდით თამაშობ, გარკვეულ...
29-12-2021, 00:53
ლეონარდო: "მბაპეს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ"
ლეონარდო: "მბაპეს გადაწყვეტილებას პატივი უნდა...
20-12-2021, 01:26
"ბაიერნი", "ბარსელონა" - რაიოლამ ჰოლანის მომავალზე ისაუბრა
"ბაიერნი", "ბარსელონა" - რაიოლამ ჰოლანის...
11-12-2021, 01:10
"იმედგაცრუებული ვიყავი, წასვლა მინდოდა", - მბაპემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა და ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა
"იმედგაცრუებული ვიყავი, წასვლა მინდოდა", - მბაპემ...
6-12-2021, 01:29
"რეალი განსაკუთრებული კლუბია, თუმცა მე ახალი გამოწვევა მჭირდებოდა", - ვარანი
"რეალი განსაკუთრებული კლუბია, თუმცა მე ახალი...
4-12-2021, 18:30
ანჩელოტი: "გუარდიოლიზმის და სარიზმის არ მჯერა"
ანჩელოტი: "გუარდიოლიზმის და სარიზმის არ მჯერა"...
28-11-2021, 01:56
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно