ბუფონი: რონალდოს მოსვლით "იუვენტუსმა" თავისი დნმ დაკარგა

ბუფონი: რონალდოს მოსვლით "იუვენტუსმა" თავისი დნმ დაკარგა

ახალი ამბები / ფეხბურთი
26-12-2021, 14:14



ლეგენდარულმა იტალიელმა კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა კრიშტიანო რონალდოსა და თავის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, "იუვენტუსმა" პორტუგალიელის მოსვლის შემდეგ თავისი დნმ დაკარგა.


"როცა რონალდო მივიდა გუნდში, იმ წელს "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა.

შემდეგ ორ წელში, როცა "იუვენტუსში" დავბრუნდი, ჩვენ ბევრს ვშრომობდით წარმატების მისაღწევად, მაგრამ ვფიქრობ, რომ რონალდოს მოსვლით "იუვენტუსმა" თავისი დნმ დაკარგა.

ჩვენ 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, რადგან შეკრული გუნდი ვიყავით, გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც როგორც ერთი გუნდი, ისე თამაშობდნენ.

რონალდოს მოსვლის შემდგომ კი ეს დაიკარგა", - ამბობს ბუფონი.

ლეო ბონუჩიმ მანამდე უკვე განაცხადა, რომ რონალდოს მოსვლის შემდგომ გუნდი ზედმეტად იყო მასზე დამოკიდებული.

რაც შეეხება მომავალს... ბუფონმა არ იცის, რა იქნება მომავალში. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მას ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია, მხოლოდ მოტივაციას აძლევს და თამაშის სურვილს მატებს.

"შეიძლება ჩემპიონთა ლიგა მოგებული რომ მქონდეს, კარიერა უკვე დასრულებული მქონოდა", - დასძენს ჯიჯი.



კომენტარები
რონალდოს ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო
რონალდოს ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო...
26-12-2021, 14:13
ჩავი: „ეს რეალობა მაგიჟებს“
ჩავი: „ეს რეალობა მაგიჟებს“...
10-12-2021, 01:40
რონალდოს მემკვიდრემ მისია ვერ შეასრულა და "რეალი" მასზე უარს ამბობს
რონალდოს მემკვიდრემ მისია ვერ შეასრულა და "რეალი"...
8-12-2021, 01:42
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ...
8-12-2021, 01:25
რონალდოს დედა რძალს იწუნებს? არეულობა ვარსკვლავის ოჯახში
რონალდოს დედა რძალს იწუნებს? არეულობა ვარსკვლავის...
3-12-2021, 01:29
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "აიაქსმა" ისევ მოიგო, "ინტერმა" "შახტარი" ჯგუფში ჩატოვა
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "აიაქსმა" ისევ მოიგო,...
25-11-2021, 01:18
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно