საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ყირგიზეთს ისევ ვერ მოუგო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ყირგიზეთს ისევ ვერ მოუგო

ახალი ამბები / ფეხბურთი
23-12-2021, 01:12



საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ყირგიზეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ფრედ - 2:2 ითამაშა.

ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-2 წუთზე შოთა თოფურიას ჩაწოდებული კუთხურით არჩილ სებისკვერაძემ ისარგებლა და ეფექტური დარტყმით საქართველოს ნაკრები დააწინაურა. სტუმრებმა წონასწორობა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე აღადგინეს, მეტოქის სწრაფი კონტრშეტევის შედეგად ბურთი საკუთარ კარში გიორგი ღავთაძემ ჩაჭრა.

მეორე ნახევარში ყირგიზეთის ნაკრებმა დაწინაურება შეძლო. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეტოქეს ხუთი მოთამაშით უტევდა, სტუმრებმა ბურთის ჩაჭრა მოახერხეს და აზატ ისაბეკოვმა ცარიელ კარში გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში სწრაფად გაათანაბრა, 31-ე
წუთზე ნიკოლოზ კურტანიძემ, თავისივე წამოწყებული სწრაფი იერიში შედეგიანი დარტყმით დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

​საქართველო: ბუკია, თოფურია, სებისკვერაძე, კეკელია, თოდუა

სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, ჯამბურია​, ვილიანი​, ქურდაძე, გიორგაია, ჭუმბურიძე, კურტანიძე, ზუნტუროვი​​, ღავთაძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

​ყირგიზეთი: ერმოლოვი, მახამადამინოვი, ალიმივი, აბდილდაევი​, აბდიჟალილ უულუ

​სათადარიგო შემადგენლობა: აკმატალიევი, ისაბეკოვი, იმანალიევი, დანიარ უულუ, სულაიმანბეკოვი, ასკარბეკოვი​, კუბანიჩოვი​, ისაბეკოვი

​მთავარი მწვრთელი: ამირჟან მუკანოვი

​მსაჯები: ზვიად ბლიაძე, დავით ახვლედიანი, არსენ ნონიკაშვილი, გრიგოლ ბლიაძე

​გაფრთხილება: კეკელია (27:32'), აბდიჟალილ უულუ​ (35:08)

​გოლები: 1:0 სებისკვერაძე (01:45'), 1:1 ღავთაძე (19:25'), 1:2 ისაბეკოვი (29:32'), 2:2 კურტანიძე (30:32')

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადების პროცესში კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 15-16 იანვარს ავთანდილ ასათიანის გუნდი ტაჯიკეთს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები არსებობის განმავლობაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. ავთანდილ ასათანის გუნდი პირველ მატჩს 22 იანვარს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ყირგიზეთთან დამარცხდა
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ყირგიზეთთან დამარცხდა...
22-12-2021, 01:15
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სერბეთს სძლია
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სერბეთს სძლია...
19-12-2021, 01:14
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა...
16-12-2021, 00:57
"ერთადერთი პერსპექტივა "ზენიტი" ან "სპარტაკია" - kazanfirst ხვიჩაზე წერს
"ერთადერთი პერსპექტივა "ზენიტი" ან "სპარტაკია" -...
13-12-2021, 01:27
კვეკვესკირის საგოლე პასი - მისმა გუნდმა ლიდერობა განიმტკიცა
კვეკვესკირის საგოლე პასი - მისმა გუნდმა ლიდერობა...
29-11-2021, 01:17
ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩისთვის ემზადება
ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო...
28-11-2021, 01:33
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно