სტატისტიკა - ხვიჩა როგორ ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს, "რუბინში" და რუსეთში მაინც საუკეთესოა

სტატისტიკა - ხვიჩა როგორ ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს, "რუბინში" და რუსეთში მაინც საუკეთესოა

ახალი ამბები / ფეხბურთი
22-12-2021, 01:16



Prokazan-მა ანალიტიკური ვებ-გვერდის Wyscout-ის მიხედვით "რუბინის" პირველი წრის შედეგები სტატისტიკურად შეაჯამა.

"აღსანიშნავი ფაქტი: "რუბინი" პრემიერლიგაში ლიდერია შეტევების მარცხენა ფლანგიდან წარმართვით. გუნდის იერიშების 38% ხვიჩა კვარაცხელიასა და ილია სამოშნიკოვის ფრთიდან მიმდინარეობს, 35% ცენტრიდან და მხოლოდ 28% მარჯვნიდან. პროცენტული მაჩვენებლით მთელს უმაღლეს ლიგაში "რუბინის" მარცხენა ფრთა ყველაზე აქტიურია, ხოლო მარჯვენა ერთ-ერთი პასიური. მარჯვნიდან უფრო ცოტას მხოლოდ "როსტოვი" უტევს.

ახლა რაც შეეხება ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მაჩვენებლებს. ხვიჩა საუკეთესოა გუნდში და ლიგაში სხვადასხვა კატეგორიებში საშუალოდ ერთ მატჩში:

- კარში დარტყმები (1.1)
-
ორთაბრძოლები (3.25)
- ორთაბრძოლები შეტევაში (20.26) - საუკეთესო ლიგაში
- დრიბლინგი (12.36) - საუკეთესო ლიგაში
- ბურთიანად აჩქარებაში (4.44) - საუკეთესო ლიგაში“.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სამოშნიკოვი ტრვმირებულია და კვარაცხელიას მთელ ფრთაზე ლამის მარტოს უწევდა ბრძოლა (თან როგორ მოედნებზე), რომ ქართველი გარკვეული პერიოდი ტრავმირებული იყო და განუხორციელებელი ტრანსფერის გამო - იმედგაცრუებული (შესაძლოა, მოტივაციაც აქვს დაკარგული). ასე რომ, რამდენადაც ცუდ პირობებსა და სიტუაციაში არ უნდა იმყოფებოდეს, ცუდად თამაში უბრალოდ არ შეუძლია და უკეთეს გუნდში გაცილებით უკეთ გაირჯება. ეს ცხადია.

კომენტარები
"რაც მალე წავა ხვიჩა "ევერტონში", მით უკეთესი - ეს შესაძლებელია" - კოლოსკოვი და კანჩელსკისი მომავალ ტრანსფერზე
"რაც მალე წავა ხვიჩა "ევერტონში", მით უკეთესი -...
20-12-2021, 01:22
ბრიტანული გამოცემა: მიკოლენკო "ევერტონში" - ჯერი კვარაცხელიაზეა?
ბრიტანული გამოცემა: მიკოლენკო "ევერტონში" - ჯერი...
18-12-2021, 01:09
ჰაკშაბანოვიჩის ცუდ თამაშს კვარაცხელიაც განაპირობებს - tatar-inform
ჰაკშაბანოვიჩის ცუდ თამაშს კვარაცხელიაც...
15-12-2021, 16:55
"მისთვის გართობა ფეხბურთის მოედანი და ბურთი გახლავთ..." - გავიხსენოთ, როგორ შეაფასეს ხვიჩა ბერძნებმა
"მისთვის გართობა ფეხბურთის მოედანი და ბურთი...
10-12-2021, 01:29
"ქართველები - ხალხი, რომლებიც ფეხბურთს აღმერთებენ" - "რუბინის" ექს-მწვრთნელი ხვიჩაზე, ბექაზე, ზურიკოსა და ნიკაზე
"ქართველები - ხალხი, რომლებიც ფეხბურთს...
1-12-2021, 01:27
არჩილ ბერიძე: “ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა!”
არჩილ ბერიძე: “ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა!”...
29-11-2021, 01:24
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно