საქართველოს ფუტსალის ნაკრები ყირგიზეთთან დამარცხდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ყირგიზეთთან დამარცხდა

ახალი ამბები / ფეხბურთი
22-12-2021, 01:15



საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის მზადების ფარგლებში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანი გუნდმა ამჯერად ყირგიზეთს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით - 1:2 დამარცხდა. ყირგიზეთს წინააღმდეგ გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვილიან ლორენსუს დებიუტი შედგა. მოთამაშე საკლუბო დონეზე რუსული "გაზპრომ იუგრას" ღირსებას იცავს.

ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე ირაკლი თოდუამ გაიტანა. შემტევმა რონინიოსა და ვილიანის სწრაფი კომბინაცია დაასრულა შედეგიანი დარტყმით. რაც შეეხებათ სტუმრებს, ყირგიზეთის ნაკრებმა საბოლოო შედეგის დაფიქსირება პირველივე ტაიმში შეძლო. მე-13 წუთზე შოხრუხ მახამადამინოვმა ანგარიში გაათანაბრა, მე-18

წუთზე კი, მან დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო: კუპატაძე, თოფურია, ღავთაძე, კეკელია, ჭუმბურიძე

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, ჯამბურია​, ვილიანი​, ქურდაძე, გიორგაია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ზუნტუროვი​​

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ყირგიზეთი: ერმოლოვი, მახამადამინოვი, ალიმივი, აბდილდაევი​, აბდიჟალილ უულუ

სათადარიგო შემადგენლობა: აკმატალიევი, ისაბეკოვი, იმანალიევი, დანიარ უულუ, სულაიმანბეკოვი, ასკარბეკოვი​, კუბანიჩოვი​, ისაბეკოვი

მთავარი მწვრთელი: ამირჟან მუკანოვი

მსაჯები:
ზვიად ბლიაძე, არსენ ნონიკაშვილი, დავით ახვლედიანი, გრიგოლ ბლიაძე

გაფრთხილება: კუბანიჩოვი (24:16'), კეკელია (27:20'), ისაბეკოვი (28:50')

გოლები: 1:0 თოდუა (03:42'), 1:1 მახამადამინოვი (12:32), 1:2 მახამადამინოვი (17:11)

საქართველოსა და ყირგიზეთის ფუტსალის ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 22 დეკემბერს 17:00 საათზე კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.

nakrebi.ge

კომენტარები
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სერბეთს სძლია
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სერბეთს სძლია...
19-12-2021, 01:14
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა...
16-12-2021, 00:57
ლეგიონერები - საუკეთესო ნინიაშვილი, ჭეიშვილის ლელო და მსაჯების დებიუტი
ლეგიონერები - საუკეთესო ნინიაშვილი, ჭეიშვილის...
14-12-2021, 01:06
"ერთადერთი პერსპექტივა "ზენიტი" ან "სპარტაკია" - kazanfirst ხვიჩაზე წერს
"ერთადერთი პერსპექტივა "ზენიტი" ან "სპარტაკია" -...
13-12-2021, 01:27
ქალთა ნაკრები ირლანდიასთან 0:11 დამარცხდა
ქალთა ნაკრები ირლანდიასთან 0:11 დამარცხდა...
1-12-2021, 01:23
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია...
28-11-2021, 01:36
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно