2021 წლის ბოლო ღონისძიება UFC–მ უკვე გამართა

2021 წლის ბოლო ღონისძიება UFC–მ უკვე გამართა

ახალი ამბები / კრივი
20-12-2021, 01:26



აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა 2021 წლის ბოლო ღონისძიება უკვე გამართა. როგორც მოგახსენეთ, დღეს გამთენიისას გამართულ UFC VEGAS 45–ის მთავარ დაპირისპირებაში, დერიკ ლუისმა კრის დაუკაუსი დაამარცხა.

2022 წელს კი UFC FIght Night გახსნის. 16 იანვარს, ლას ვეგასში Apex–ის დარბაზში გაიმართება ღონისძიება, რომლის მთავარ ბრძოლაში ქართველი სპორტსმენი – გიგა ჭიკაძე მიიღებს მონაწილეობას. მისი მეტოქე კი კელვინ კატარი იქნება. აღნიშნული ორთაბრძოლა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა. ქვემსუბუქი დივიზიონის მერვე და მეხუთე ნომრები, ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართველი "ნინძა" ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში დაუმარცხებელია. მან UFC–ში შვიდი ბრძოლა გამართა და ყველა მოიგო. 2021 წელს კი მან ჯერ კაბ სვანსონი, ხოლო შემდეგ ედსონ ბარბოსა დაჯაბნა.

კელვინ კატარი კი 2021 წელს ოქტაგონზე მხოლოდ ერთხელ ვიხილეთ. ის მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა დამარცხდა. იანვარში გამარჯვება ორივე მებრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რა თქმა უნდა, "ნინძა" ქართველ გულშემატკივარს მორიგ დაუვიწყარ გამარჯვებას ჰპირდება.

კომენტარები
რას ამბობს 2022 წლის შესახებ ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც კოვიდ-19-ის პანდემია უზუსტეს თარიღებში იწინასწარმეტყველა? - "2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდი უმნიშვნელოვანესი იქნება"
რას ამბობს 2022 წლის შესახებ ნათელმხილველი...
18-12-2021, 01:33
ლეგიონერები - საუკეთესო ნინიაშვილი, ჭეიშვილის ლელო და მსაჯების დებიუტი
ლეგიონერები - საუკეთესო ნინიაშვილი, ჭეიშვილის...
14-12-2021, 01:06
ბრავო პრემიერო მთავრობის კიდევ ერთი საჩუქარი ხალხს – ნახეთ რამდენი ლარით გაიზრდება...
ბრავო პრემიერო მთავრობის კიდევ ერთი საჩუქარი...
2-02-2021, 20:53
100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში 2021 წლის იანვრიდან
100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში 2021...
9-12-2020, 01:04
2021 წლის ბიუჯეტის პროექტით 70 წლამდე პენსიონრებს პენსია და 70 წელს ზემოთ პენსია იზრდება
2021 წლის ბიუჯეტის პროექტით 70 წლამდე პენსიონრებს...
1-10-2020, 20:21
ვანგა 2021 წელზე: "ყველა ჭკუიდან შეიშლება და ამით დაიღუპება "
ვანგა 2021 წელზე: "ყველა ჭკუიდან შეიშლება და ამით...
26-09-2020, 21:04
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно