ქართველები ახალგაზრდულ ლიგაში - მოგება და მარცხი

ქართველები ახალგაზრდულ ლიგაში - მოგება და მარცხი

ახალი ამბები / კალათბურთი
19-12-2021, 01:16



ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში დღეს სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ლიგამ 16-წლამდელთა შორის, რომელშიც საქართველოს 2006 წელს დაბადებულთა ნაკრები და საკალათბურთო კლუბი “ვინგსი” მონაწილეობენ.

ორივე მათგანმა 17 დეკემბერს გამართული 2-2 მატჩიდან თითო მოიგო და თითო დათმო. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა საქართველო 2006-მა სადებიუტო შეხვედრა კლუბ “ვილნიუსი KM”-თან 47:75 დათმო. საქართველოს გუნდში საუკეთესო შედეგი ავთანდილ ბახტაძემ დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.

მეორე მატჩში ჩერქეზიშვილის გუნდმა უკრაინის 2007 წელს დაბადებულთა ნაკრები იოლად დაამარცხა – 84:60. ამჯერად ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო გოგიტა ბუკია

23 წუთში მოპოვებული 29 ქულით, 9 მოხსნით, 4 პასითა და 3 ჩაჭრით. 12 ქულა და 9 მოხსნა ბახტაძის ანგარიშზეა.

18 დეკემბერს საქართველო 2006 კიდევ 2 მატჩს გამართავს:

ცმოკი-მინსკი – საქართველო 2006 – 18 დეკემბერი, 11:00
საქართველო 2006 – პრინემანიე – 18 დეკემბერი, 17:00

რაც შეეხება “ვინგსს”, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მძლეველ “ვილნიუსი 2005”-ს მოუგო – 44:41. მეორე შეხვედრა ვინგსელებმა ბელარუსის ჩემპიონ “ცმოკი-მინსკთან” დათმო – 66:75. ვინგსი 18 დეკემბერს ჯერ უკრაინა – 2007-ს, შემდეგ კი კვლავ “ვილნიუს KM”-ს დაუპირისპირდება.

კომენტარები
შენგელია საუკეთესო იყო - ცსკა-მ ისტორიული მარცხი განიცადა
შენგელია საუკეთესო იყო - ცსკა-მ ისტორიული მარცხი...
16-12-2021, 00:56
ჩავი: "ოთხეულში ყოფნა გვინდა, მაგრამ რთულია"
ჩავი: "ოთხეულში ყოფნა გვინდა, მაგრამ რთულია"...
13-12-2021, 01:26
ტალახაძის მორიგი ოქროსა და რეკორდის მოლოდინში - მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
ტალახაძის მორიგი ოქროსა და რეკორდის მოლოდინში -...
8-12-2021, 01:43
ესპანეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებში ერთი ცვლილებაა
ესპანეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებში ერთი...
29-11-2021, 01:18
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია...
28-11-2021, 01:36
ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩისთვის ემზადება
ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო...
28-11-2021, 01:33
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно