საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სერბეთს სძლია

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სერბეთს სძლია

ახალი ამბები / ფეხბურთი
19-12-2021, 01:14



საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე ანგარიშით - 4:3 დაამარცხა.

​ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, საშუალო დისტანციიდან ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი ელისანდრომ აიღო. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები შეტევაში გააქტიურდნენ და მე-9 წუთზე სერბეთის ნაკრებმა პენალტის შესრულების უფლება მიიღო. სტეფან რაკიჩის დარტყმული ბურთი თორნიკე ბუკიამ მოიგერია. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.

​მეორე ტაიმის საწყის წუთებზე საქართველოს ნაკრებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 21-ე წუთზე სერბეთის ნაკრებს თალესმა გაუტანა, 22-ეზე კი შედეგიანი დარტყმა ელისანდრომ შეასრულა. შეხვედრა ავთანდილ

ასათიანი გუნდის შეტევებით გაგრძელდა და 29-ე წუთზე ელისანდრომ მეტოქეს მეოთხე გოლი გაუტანა. მატჩის მიწურულს სტუმრები გააქტიურდნენ და ორწუთიან მონაკვეთში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. 35-ე წუთზე რამიჩმა გაიტანა, 37-ე წუთზე კი, ტომიჩმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველო 4:3 სერბეთი

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო:
ბუკია, რონინიო, თალესი, ელისანდრო, ღავთაძე

სათადარიგო შემადგენლობა:
ალექსანდრე ჯამბურია, თოფურია, ქურდაძე, თოდუა, გიორგაია, კეკელია, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, კურტანიძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

სერბეთი: მილანოვიჩი, მატიევიჩი, რამიჩი​, ტომიჩი​, რაიჩევიჩი

სათადარიგო შემადგენლობა: ვულიჩი, ალეკსიჩი, მილოსავლევიჩი, ვასიჩი, სტოიჩევსკი, პეტროვი, როსიჩი, რაკიჩი​, რადოვანოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: დეიან მაესი​

მსაჯები: ზვიად ბლიაძე (საქართველო), პეტარ რადოიჩიჩი (სერბეთი), არსენ ნონიკაშვილი (საქართველო), გრიგოლ ბლიაძე (საქართველო)

გაფრთხილება: რონინიო (08:29'), სებისკვერაძე (17:52')

გოლები: 1:0 ელისანდრო (07:43'), 2:0 თალესი (20:12'), 3:0 ელისანდრო (21:14'), 4:0 ელისანდრო (28:51), 4:1 რამიჩი (34:28'), 4:2 ტომიჩი (36:23'), 4:3 ტომიჩი (36:59')

ევრო 2022-ისთვის მზადების ფარგლებში საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური მატჩი 16 დეკემბერს გაიმართა და ფრედ - 1:1 დასრულდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი უახლოეს მატჩებს 21-22 დეკემბერს ყირგიზეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს და 17:00 საათზე დაიწყება.

nakrebi.ge

კომენტარები
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა...
16-12-2021, 00:57
ლეგიონერები - საუკეთესო ნინიაშვილი, ჭეიშვილის ლელო და მსაჯების დებიუტი
ლეგიონერები - საუკეთესო ნინიაშვილი, ჭეიშვილის...
14-12-2021, 01:06
ზურიკომ სტადიონი ყავარჯნებით დატოვა
ზურიკომ სტადიონი ყავარჯნებით დატოვა...
12-12-2021, 01:23
ჩაკვეტაძის 70 წუთი და "ანორთოსისის" ხელიდან გაშვებული შანსი
ჩაკვეტაძის 70 წუთი და "ანორთოსისის" ხელიდან...
10-12-2021, 01:27
"ბასიანი" საქართველოს ჩემპიონი გახდა და უეფას რეგიონთა თასზე მიიღებს მონაწილეობას
"ბასიანი" საქართველოს ჩემპიონი გახდა და უეფას...
6-12-2021, 01:25
კვეკვესკირის საგოლე პასი - მისმა გუნდმა ლიდერობა განიმტკიცა
კვეკვესკირის საგოლე პასი - მისმა გუნდმა ლიდერობა...
29-11-2021, 01:17
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно