ლაპორტამ რაიოლას ჰოლანის ტრანსფერზე საკომისიოს დაკლება სთხოვა

ლაპორტამ რაიოლას ჰოლანის ტრანსფერზე საკომისიოს დაკლება სთხოვა

ახალი ამბები / ფეხბურთი
14-12-2021, 22:23



"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და კლუბის დირექტორი მატეუ ალემანი ტურინში "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის აგენტს, მინო რაიოლას შეხვდნენ.

ისინი იტალიაში "ტუტოსპორტის" მიერ პედრისთვის Golden Boy-ს პრიზის გადაცემის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინება, რომ ლაპორტამ რიოლასთან ჰოლანის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლა განიხილა და საკომისიო თანხის დაკლება სთხოვა, რომელსაც პოტენციურ ტრანსფერში მოითხოვს, აგრეთვე პირობა მისცა, რომ ის გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება.

21 წლის ჰოლანმა ამ სეზონში ბუნდესლიგაზე 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მის ანგარიშზე 3 გოლია.

ნორვეგიელს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები
თითქმის ნახევარი მილიარდი ევრო - რა დაუჯდება ჰოლანი მსურველ კლუბს
თითქმის ნახევარი მილიარდი ევრო - რა დაუჯდება...
12-12-2021, 01:24
"ბაიერნი", "ბარსელონა" - რაიოლამ ჰოლანის მომავალზე ისაუბრა
"ბაიერნი", "ბარსელონა" - რაიოლამ ჰოლანის...
11-12-2021, 01:10
ესღა აკლდა "ბარსას" - დეპაიც ტრავმირებულია
ესღა აკლდა "ბარსას" - დეპაიც ტრავმირებულია...
11-12-2021, 01:07
იარემჩუკის ზამთარში შეძენას "ბარსელონა" აპირებს
იარემჩუკის ზამთარში შეძენას "ბარსელონა" აპირებს...
4-12-2021, 01:20
კავანი "ბარსელონაში" გადასვლას აპირებს
კავანი "ბარსელონაში" გადასვლას აპირებს...
3-12-2021, 01:26
გადავა რობერტ ლევანდოვსკი "რეალში"?
გადავა რობერტ ლევანდოვსკი "რეალში"?...
2-12-2021, 01:23
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно