ჩავი: "ოთხეულში ყოფნა გვინდა, მაგრამ რთულია"

ჩავი: "ოთხეულში ყოფნა გვინდა, მაგრამ რთულია"

ახალი ამბები / ფეხბურთი
13-12-2021, 01:26



„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ პამპლონას „ოსასუნასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოპოვებული ქულა საკმარისი არაა და მისმა გუნდმა ბურთის სათანადოდ შენარჩუნება ვერ მოახერხა.

„ერთი ქულა საკმარისი არაა, უსიამოვნო შეგრძნებაა, თუმცა, კარგად ვიბრძოდით, როცა ანგარიში 2:1 იყო, ბურთის უფრო მეტად შენარჩუნება გვჭირდებოდა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. დინამიკის შეცვლა სასწრაფოდ საჭიროა. მეტოქის ნახევარზე სათანადოდ თამაში ვერ მოვახერხეთ.

გუნდს მრავალი მიმართულებით სჭირდება გაუმჯობესება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ 3 ქულა მოგვეპოვებინა, თუმცა ვერ შევძელით.

ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, გვინდა, ოთხეულში ვიყოთ, მაგრამ ეს რთულია“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ 16 მატჩში მოპოვებული 24 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ელჩეს“ უმასპინძლებს

კომენტარები
"ბარსელონამ" "ოსასუნასთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"ბარსელონამ" "ოსასუნასთან" გამარჯვება ხელიდან...
13-12-2021, 01:24
მაისაშვილი: ბონუსით უნდა მოგვეგო, მაგრამ ბოლო წუთებში სანერვიულო გაგვიხდა
მაისაშვილი: ბონუსით უნდა მოგვეგო, მაგრამ ბოლო...
12-12-2021, 01:22
ჩავი: „ეს რეალობა მაგიჟებს“
ჩავი: „ეს რეალობა მაგიჟებს“...
10-12-2021, 01:40
მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა
მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ,...
5-12-2021, 01:27
ტუხელი: "ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ თამაშით კმაყოფილი ვარ"
ტუხელი: "ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ...
29-11-2021, 01:23
მოურინიო: "5:0-ს მირჩევნია 1:0 მოვიგოთ"
მოურინიო: "5:0-ს მირჩევნია 1:0 მოვიგოთ"...
29-11-2021, 01:20
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно