"ბასიანი" საქართველოს ჩემპიონი გახდა და უეფას რეგიონთა თასზე მიიღებს მონაწილეობას

"ბასიანი" საქართველოს ჩემპიონი გახდა და უეფას რეგიონთა თასზე მიიღებს მონაწილეობას

ახალი ამბები
6-12-2021, 01:25



ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში ჩატარებულ საქართველოს მოყვარულთა ლიგის ფინალში ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების გამარჯვებულები შეხვდნენ - თბილისის „ბასიანმა“ „წყალტუბო“ 3:1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

მატჩი მართლაც თვალსასეირო სანახავი გამოდგა და ფეხბურთელებმა ისეთი ოსტატობა გამოავლინეს, ეროვნული ლიგის ბევრ გუნდს რომ შეშურდებოდა. თავიდან იმერულმა გუნდმა შეუტია, მაგრამ სადღაც მე-15 წუთისთვის „ბასიანი“ ინიციატივას დაეუფლა და ულამაზესი გოლით ხიდაშელმა დააწინაურა, ხოლო მეორე გოლი მეტოქის კარში ლეჟავამ გაიტანა. „წყალტუბოს“ სასახელოდ უნდა ითქვას, არ გატყდა, კომპენსირებულ დროში გურეშიძემ ანგარიში შეამცირა და სიტუაცია დაიძაბა. თუმცა, ბოლოს
„ბასიანმა“ მაინც იმარჯვა. ჯერ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, სირაძის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ფანცხავამ საოცარ ნახტომში მოიგერია, ბოლოს კი გაბელიამ შორიდან დალაშქრა „წყალტუბოს“ კარი და შეხვედრა 3:1 დასრულდა.

„ბასიანი“ (მწვრთნელი გიზო ტაბიძე) პირველად გახდა მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული და უეფას რეგიონთა თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ესტონეთის ჩემპიონებს შეხვდება.

კომენტარები
მამარდაშვილი არ ათამაშეს - "ვალენსია" 1/32 ფინალში გავიდა
მამარდაშვილი არ ათამაშეს - "ვალენსია" 1/32...
3-12-2021, 01:22
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია...
28-11-2021, 01:36
როგორი იყო მესის სტატისტიკა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში?
როგორი იყო მესის სტატისტიკა “მანჩესტერ სიტისთან”...
27-11-2021, 12:23
ოფიციალურად: ატლეტიკოში დიეგო სიმეონეს მომავალი გაირკვა
ოფიციალურად: ატლეტიკოში დიეგო სიმეონეს მომავალი...
9-07-2021, 07:13
ჩრდ. მაკედონიასთან მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი დაუდასტურდა
ჩრდ. მაკედონიასთან მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას...
11-11-2020, 15:29
ქეცბაია:'კახი კალაძემ გვიღალატა, როდესაც საკუთარ კარში 2 გოლი გაიტანა....."
ქეცბაია:'კახი კალაძემ გვიღალატა, როდესაც საკუთარ...
28-02-2020, 21:17
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно