"რეალი განსაკუთრებული კლუბია, თუმცა მე ახალი გამოწვევა მჭირდებოდა", - ვარანი

"რეალი განსაკუთრებული კლუბია, თუმცა მე ახალი გამოწვევა მჭირდებოდა", - ვარანი

ახალი ამბები / ფეხბურთი
4-12-2021, 18:30



"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა მადრიდის "რეალში" გატარებული პერიოდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, გულშემატკივრები არ გილოცავენ. ისინი უბრალოდ ამბობენ: "ძალიან კარგი, მაგრამ ახლა ჩვენ უკვე ვიბრძვით შემდეგი ტიტულისთვის.

ეს ტურნირი არა ერთხელ, არამედ ოთხჯერ მოვიგე, მაგრამ გულშემატკივრები ყოველთვის მეტს ითხოვდნენ. ხანდახან ვფიქრობ, რომ უნდა ისიამოვნო იმით, რაც გაქვს, რადგან რასაც მიაღწიე, უკვე ძალიან კარგია.

გამარჯვებებს ყოველთვის ერთად არ აღვნიშნავდით, თუნდაც ბოლო ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატი მალევე დაიწყო. ხანდახან მინდოდა სპეციალური ღილაკის დაჭერა, რომ გავჩერებულიყავი და ეს ბედნიერი წუთები დიდი ხნით შემეგრძნო.

ამიტომ, რეალი განსაკუთრებული კლუბია, საქმე ამ მენტალიტეტშია. ეს განსაკუთრებული მიდგომაა. მომინდა გარემოს შეცვლა. არა იმიტომ, რომ არ მომწონს ეს მენტალიტეტი, არა იმიტომ, რომ ცუდი მგონია.

პირიქით, ეს ძალიან კარგი მენტალიტეტია, მაგრამ მე მინდოდა რაღაც განსხვავებული და ახალი", - განუცხადა ვარანმა The Telegraph-ს, რომელიც გასულ ზაფხულს "მანჩესტერში" გადავიდა.

კომენტარები
კალაძე შევჩენკოზე, "მილანზე", წარსულსა და მომავალზე
კალაძე შევჩენკოზე, "მილანზე", წარსულსა და...
3-12-2021, 01:29
ტუხელი: "ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ თამაშით კმაყოფილი ვარ"
ტუხელი: "ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ...
29-11-2021, 01:23
როგორი იყო მესის სტატისტიკა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში?
როგორი იყო მესის სტატისტიკა “მანჩესტერ სიტისთან”...
27-11-2021, 12:23
რონალდუსა და კუადრადოს დაპირისპირების კადრები გავრცელდა
რონალდუსა და კუადრადოს დაპირისპირების კადრები...
26-11-2021, 01:17
მრცხვენია და უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ჩემზე ასეთი დიდი წარმოდგენა აქვთ როდესაც ქუჩაში..
მრცხვენია და უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ჩემზე...
24-05-2021, 21:38
"მომწონს შეზღუდები, მაგრამ მგონია, რომ 24-დან 2 იანვრამდე...."-ნანიკო ხაზარაძე
"მომწონს შეზღუდები, მაგრამ მგონია, რომ 24-დან 2...
7-12-2020, 01:16
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно