"ანანიძის საწვრთნელ პროცესში სრულფასოვნად ჩართვა შეუძლებელი იყო" - თბილისის "დინამო" განცხადებას ავრცელებს

"ანანიძის საწვრთნელ პროცესში სრულფასოვნად ჩართვა შეუძლებელი იყო" - თბილისის "დინამო" განცხადებას ავრცელებს

ახალი ამბები / ფეხბურთი
4-12-2021, 01:22



თბილისის "დინამომ" ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი განმარტა, რომელიც დამშვიდობების ფორმით უკმაყოფილო დარჩა.

"დინამო თბილისი ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა, რომელიც კლუბში 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა და მას შემდეგ, დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი (26 წუთი) ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს საკმაო პერიოდი დასჭირდა
რეაბილიტაციისთვის, გუნდს ვერ დაეხმარა ევროტურნირებზე გასამართ მნიშვნელოვან მატჩებში და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, კვლავ ვერ ვარჯიშობდა გუნდთან ერთად.

ფეხბურთელის სურვილი იყო, რომ იანვარსა და თებერვალში, დინამო თბილისთან ერთად უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებულიყო და ფორმის აღდგენის საშუალება ჰქონოდა.

ვინაიდან მიმდინარე მდგომარეობის

გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო საწვრთნელ პროცესში მისი სრულფასოვნად ჩართვა, კლუბმა აამოქმედა მასთან დადებული კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი და გამოიყენა უფლება, აღარ გაუგრძელოს ხელშეკრულება ფეხბურთელს.

დინამო თბილისი წარმატებას უსურვებს ჯანო ანანიძეს მომავალში და იმედი გვაქვს, უნიჭიერესი ფეხბურთელი კვლავ მოახერხებს მაღალ დონეზე თამაშს, არა მხოლოდ საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც", - წერს დედაქალაქური კლუბი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

კომენტარები
ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა
ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი...
4-12-2021, 00:47
არჩილ ბერიძე: “ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა!”
არჩილ ბერიძე: “ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა!”...
29-11-2021, 01:24
ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩისთვის ემზადება
ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო...
28-11-2021, 01:33
ქეცბაიამ თავის ნათლულს მესამე შანსი მისცა - კაჭარავამ კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაცია მოითხოვა
ქეცბაიამ თავის ნათლულს მესამე შანსი მისცა -...
27-11-2021, 12:23
დინამო ბათუმის აკადემიის 17 წლის ფეხბურთელი, დიმა შიტაკაშვილი გარდაიცვალა
დინამო ბათუმის აკადემიის 17 წლის ფეხბურთელი, დიმა...
1-08-2021, 17:53
თემურ წიკლაური გარდაიცვალა
თემურ წიკლაური გარდაიცვალა...
1-02-2021, 16:10
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно