კალაძე შევჩენკოზე, "მილანზე", წარსულსა და მომავალზე

კალაძე შევჩენკოზე, "მილანზე", წარსულსა და მომავალზე

ახალი ამბები / ფეხბურთი
3-12-2021, 01:29



ანდრეი შევჩენკოს ახალი გუნდი "ჯენოა" ლეგენდარული უკრაინელის ყოფილ კლუბ "მილანთან" (0:3) დამარცხდა. მატჩამდე ავტორიტეტულმა gazzetta-მ "როსონერის" ყოფილ მცველ კახა კალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. მოგეხსენებათ, კარიერის ბოლოს თბილისის ამჟამინდელი მერი გენუური კლუბის ღირსებასაც იცავდა:

"კახა კალაძე "მილანს" 2001 წელს, "შევას" კვალდაკვალ შეუერთდა. თავდაპირველად, ორივემ კიევის "დინამოს" გზა გაიარა. კალაძემ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, კარიერა "ჯენოაში" დაასრულა და შემდეგ პოლიტიკაში წავიდა. "მილანის" ყოფილი მცველი საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის მერია, მაგრამ ფეხბურთს თვალს ისევ აქტიურად ადევნებს:

"როდესაც კიევში ჩავედი, ანდრეიმ მაშინვე დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი იყო

- დამეხმარა გასახდელში გაშინაურებაში და ამავდროულად, ქალაქი გამაცნო. ჩვენ მსგავსი პერსონაჟები ვართ - შრომასა და თავგანწირვას მიძღვნილი ადამიანები.

ლობანოვსკის მწვრთნელის შესანიშნავი თვისებები ჰქონდა. ანდრეი კიევში, საკუთარ სახლში,  გაცილებით თავისუფალი იყო, მე კი თავდაპირველად - უფრო თავშეკავებული.

საბედნიეროდ, მან უკვე ცოტა იტალიური იცოდა, ერთმანეთთან კი რუსულად ვსაუბრობდით."

როგორი გარემო იყო გასახდელში?

"ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ვინც "მილანში" თამაშობს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს იმ მაისურის ტარებაში, რომელსაც ყოველთვის პატივი უნდა სცეს.

ჩვენი "მილანი" ერთი დიდი ოჯახი იყო. უკან არავინ იხევდა - მიზანი გამარჯვება და ამისთვის ყველაფრის ბოლომდე გაღება იყო. კომპაქტური გასახდელი გვქონდა -  ფეხბურთელები, მწვრთნელი და მენეჯერები ერთად ვიყავით.

როცა მალდინის, ნესტას, "შევას" გვერდით მჯდომი აღმოჩნდები... კლუბის იმედის გაცრუებაზე ვერ იფიქრებ და უნდა მოუსმინო, ვისგანაც უნდა ისწავლო."
ერთხელ თქვენ რეზო ჭოხონელიძეს დაბადების დღეზე ძალიან ძვირად ღირებული მანქანა აჩუქეთ. როგორ გაგიჩნდათ იდეა?

"მილანში ორი ადამიანი მყავდა, რომლებიც ყოველთვის ჩემთან ერთად იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები. რეზო ქალაქში დასახლებაში დამეხმარა და მანამდე შევჩენკოსთანაც იგივე გააკეთა. ჩვენ ძალიან გატაცებული ვიყავით მანქანებით და ეს ამიტომ გადავწყვიტეთ. მეორე ადამიანი, ვისთანაც ღრმად ვარ მიჯაჭვული, ლორენცო ციპრიანია. მილანში ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი მყავს.

გაგიკვირდათ, როცა "შევა" ჩელსიში წავიდა?


"თავდაპირველად დიახ, მაგრამ ეს იყო არჩევანი, რომელსაც პატივს სცემდნენ".


და გაგიკვირდათ, რომ ანდრეი მწვრთნელი გახდა?


"არა. შევას აქვს სწორი მენტალიტეტი, ის მუშაობს დიდი მიზნებისთვის და აღწევს კიდეც, როგორც ეს მის მიერ მოგებული "ოქროს ბურთით" დაამტკიცა. როგორც მისი დიდი მეგობარი, ვფიქრობ, ის სწორ გზას მიჰყვება. ეროვნული ნაკრებიდან დაიწყო და ახლა კლუბში წავიდა."

რა მოგონებები დაგრჩათ მილანიდან?

"მილანი ჩემი მეორე ქალაქია. როცა ჩავდივარ, ყოველთვის თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ოჯახური ატმოსფეროა. იტალია მშვენიერი ქვეყანაა და იტალიელები ფანტასტიური ხალხია.

"მილანის" გულშემატკივრები, წლების მიუხედავად, არასდროს დაგივიწყებენ. ამიტომ მე ვეუბნები მათ, ვინც დღეს "მილანის" მაისურს ატარებს, რომ უნდა იამაყონ, რადგან ამ მაისურს დიდი ისტორია აქვს და ყოველთვის პატივი უნდა სცენ. თუ დანებდები, "როსონერიში" ვერ ითამაშებ.

ყველაზე ძლიერი ემოცია თქვენს კარიერაში?
"ჩემპიონთა ლიგის პირველი მოგება "იუვესთან" და დერბიში გოლის გატანა მასში გამარჯვებით".

მალდინისთან ერთად დიდი ხანი მოედანზე იყავით: მოგწონთ ის, როგორც მენეჯერი?

"მე მისი პოსტერი ჩემს საძინებელში მქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ, როცა მის გვერდით აღმოვჩნდი...  სამუშაო, რომელიც მან აქამდე გააკეთა, როგორც აღმასრულებელმა, შესანიშნავად მეჩვენება: არიან ახალგაზრდები, რომლებიც პიოლისთან ერთად თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ."

მოგწონთ ახალგაზრდული მილანი?

"ბევრი რამ კარგად გააკეთეს. იბრა, როგორც შესანიშნავი მასწავლებელი, ზრდის ლეაოს, ტონალის, საელმეკერსს, ტომორს, რომელიც ძალიან ძლიერია და კიაერთან ერთად ის კიდევ უფრო უკეთესი გახდება. იმედი მაქვს, ორ წელიწადში კვლავ ვიხილავ "მილანს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მაღალ დონეზე ითამაშებს. მაგრამ ამას მოთმინება სჭირდება."

იცით თუ არა გენუას გარემო, როგორ ფიქრობთ, როგორ იპოვის თავს შევჩენკო?
„ძალიან თბილი გარემოა. გულშემატკივრები გუნდთან მიჯაჭვულნი არიან. ამას გრძნობ, როცა იქ ხარ. "შევას" და ტასოტის აქვთ გამოწვევა, რომელიც არ არის მარტივი, მაგრამ დამაინტრიგებელია. ანდრეი შრომისმოყვარეა და მწვრთნელობა უყვარს. ეს ყველაფერი სტიმულს აძლევს. დარწმუნებული ვარ, ის არაფერს დაიშურებს იმისათვის, რომ "ჯენოა" დაუბრუნდეს იმ დონეს, რომელსაც იმსახურებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის კლუბი, რომელსაც ისტორია აქვს."

როგორ ფიქრობთ, რა გრძნობები ექნებ(ოდ)ა ანდრეის "მილანის" წინააღმდეგ?

"თავიდან მას უცნაური გრძნობა ექნებ(ოდ)ა, როდესაც პაოლოს შეხვდებ(ოდ)ა, ეს საინტერესოა, მაგრამ სასტარტო სასტვენისთანავე ყველაფერი დასრულდებ(ოდ)ა. შევას ვუსურვებ, რომ კლუბი იმ დონემდე დააბრუნოს, რასაც მისი გულშემატკივრები იმსახურებენ. დარწმუნებული ვარ, ის მაქსიმუმს გაიღებს, რადგან სერიოზული პროფესიონალი და დიდებული ადამიანია".

მაგრამ ვის გულშემატკივრობ(დი)თ ამჯერად?

"ჩემი გული ამბობს - "მილანი".

კომენტარები
თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მაცხოვრებლებს ძალიან მაგარ საჩუქარს დაჰპირდა
თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მაცხოვრებლებს...
27-11-2021, 20:25
Კალაძე ერთ ერთ კლინიკაში იმყოფება....რა დაუდასტურდა თბილისის მერს?
Კალაძე ერთ ერთ კლინიკაში იმყოფება....რა...
26-03-2021, 21:03
კალაძე:"სააკაშვილი გაუნათლებელი ჯამბაზია, რომელმაც საქართველო გააღატაკა"
კალაძე:"სააკაშვილი გაუნათლებელი ჯამბაზია,...
4-02-2021, 20:23
კალაძე:"სააკაშვილი გაუნათლებელი ჯამბაზია, რომელმაც საქართველო გააღატაკა"
კალაძე:"სააკაშვილი გაუნათლებელი ჯამბაზია,...
8-01-2021, 20:26
კალაძე:"სააკაშვილი გაუნათლებელი ჯამბაზია, რომელმაც საქართველო გააღატაკა"
კალაძე:"სააკაშვილი გაუნათლებელი ჯამბაზია,...
2-06-2020, 21:08
კახა კალაძე ბერასა და ბიძინას ცეკვას გამოეხმაურა და "დძმაო" .......
კახა კალაძე ბერასა და ბიძინას ცეკვას გამოეხმაურა...
22-04-2020, 21:23
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно