მამარდაშვილი არ ათამაშეს - "ვალენსია" 1/32 ფინალში გავიდა

მამარდაშვილი არ ათამაშეს - "ვალენსია" 1/32 ფინალში გავიდა

ახალი ამბები
3-12-2021, 01:22



ესპანეთის თასის 1/64 ფინალში "ვალენსიამ" გასვლაზე 3:0 დაამარცხა რეგიონული ლიგის "უტრილასი".

ამ მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ "ღამურების" მწვრთნელი ხოსე ბორდალასი რამდენიმე წამყვან ფეხბურთელსა და მათ შორის მეკარე იასპერ სილესენს დაასვენებდა და ესპანურ პრესაში გამოითქვა ვარაუდი, რომ მას გიორგი მამარდაშვილი შეცვლიდა. თუმცა, ბორდალასმა ხაუმე დომენეკი ათამაშა.

"უტრილასმა" პირველ წრეში საკუთარ მოედანზე ასევე ქვედალიგელ "ინჯერტოს" 2:0 სძლია და როდესაც შეიტყვეს, რომ შემდეგ ეტაპზე "ვალენსიას" დაუპირისპირდებოდნენ, 2 100-იან სტადიონზე დამატებით 400 ადგილი დაამონტაჟეს.

"ვალენსია" დანიშნულების ადგილზე ავტობუსით ჩავიდა და ადვილი გამარჯვება მოიპოვა.
გოლები მარკოს ანდრემ, მუსაჰმა და კოინდრედიმ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ 52-ე წუთზე პენალტი ჩერიშევმა ვერ გამოიყენა.

გიორგი კვლავ სათადარიგო იყო, "მუნდო დეპორტივო" კი იტყობინება, რომ გუნდს მეოთხე მეკარე კრისტიან რივერო დატოვებს.

შემდეგ მატჩს "ვალენსია" ჩემპიონატზე გამართავს - 6 დეკემბერს ვიგოში "სელტას" შეხვდება.

კომენტარები
Marca მამარდაშვილის თასზე თამაშის შანსებზე
Marca მამარდაშვილის თასზე თამაშის შანსებზე...
2-12-2021, 01:28
ვანჰეზებრუკი - ჩაკვეტაძეზე: როდესაც არაფერს არ აკეთებ, თავად იქმნი პრობლემებს
ვანჰეზებრუკი - ჩაკვეტაძეზე: როდესაც არაფერს არ...
1-12-2021, 01:26
"შავი ლომი" - მონატრებულ გულშემატკივრებთან ერთად
"შავი ლომი" - მონატრებულ გულშემატკივრებთან ერთად...
1-12-2021, 01:24
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია...
28-11-2021, 01:36
ოფიციალურად: ატლეტიკოში დიეგო სიმეონეს მომავალი გაირკვა
ოფიციალურად: ატლეტიკოში დიეგო სიმეონეს მომავალი...
9-07-2021, 07:13
1990 წლის მუნდიალის ფინალური მატჩის მსაჯი: ,,მარადონას გაგდება მატჩის დაწყებამდე შემეძლო''
1990 წლის მუნდიალის ფინალური მატჩის მსაჯი:...
27-04-2020, 14:27
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно