ონლაინ-სათამაშო ბიზნესის პოზიცია მოსალოდნელ რეგულაციებზე

ონლაინ-სათამაშო ბიზნესის პოზიცია მოსალოდნელ რეგულაციებზე

ახალი ამბები / სხვა
2-12-2021, 16:06



22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ონლაინ კაზინოებისთვის ჯერ გადასახადების გაზრდას, რეკლამების აკრძალვასა და მოთამაშეთა ასაკის აწევას, შემდეგ კი მათ საერთოდ აკრძალვას გეგმავდა. 

აქედან ერთი კვირის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ტექსტი, რომ მისი გადაწყვეტილებით ონლაინ კაზინოებს შემდეგი რეგულაციები დაუწესდებოდათ: ონლაინ სათამაშო სექტორის ჯამურად დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 70%-ით; აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს რომლებიც შემოსავლების სამსახურს მიმართავენ თვითშეზღუდვის მოთხოვნით, ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან შავ სიაში ოჯახის წევრების მოთხოვნით სასამართლოს გზით; აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.

დღეს, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA), რომელიც საქართველოში ლიცენზირებული ონლაინ სათამაშო ბიზნესის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს,  პრესკონფერენცია გამართა. მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა სექტორის პოზიცია დააფიქსირა.

“დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ, თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის, სპონსორობაზე და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი,” - განაცხადა მამულაიშვილმა.


კომენტარები
”დათას დახმარება არ უთხოვია?…” – ნახეთ რას ამბობს დათა შომახიას მასწავლებელი, როდესაც ონლაინ გაკვეთილის დროს კორპუსი ჩამოინგრა
”დათას დახმარება არ უთხოვია?…” – ნახეთ რას ამბობს...
13-10-2021, 20:35
“215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება…” – პრემიერ მინისტრის ახალმა ინიციატივამ მთელი საქართველოს მოწონება დაიმსახურა
“215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება…” – პრემიერ...
11-06-2021, 19:43
ღარიბაშვილი: დაუცველ ბავშვთა დახმარება 1-ლი ივლისიდან 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება
ღარიბაშვილი: დაუცველ ბავშვთა დახმარება 1-ლი...
1-06-2021, 14:52
გილცავთ, სასიხარულო ამბავი რომელიც პრემიერ მინისტრმა გაავრცელა
გილცავთ, სასიხარულო ამბავი რომელიც პრემიერ...
25-02-2021, 21:45
ტიკარაძე: სექტემბრიდან სასწავლო წელი, ონლაინ-რეჟიმში გაგრძელდება გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ..
ტიკარაძე: სექტემბრიდან სასწავლო წელი,...
8-08-2020, 22:17
ეპიდ სიტუაცია რთულდება სხვა გზა არა სექტემბრიდან, სწავლის ონლაინ რეჟიმში უნდა გავაგრძელთ-ტიკარაძე
ეპიდ სიტუაცია რთულდება სხვა გზა არა სექტემბრიდან,...
24-07-2020, 21:33
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно