ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადში გაუგებარი მიზეზით არაა

ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადში გაუგებარი მიზეზით არაა

ახალი ამბები / ფეხბურთი
28-11-2021, 19:44



როგორც ბელგიური voetbalnieuws-ი იუწყება, კონფერენს ლიგაზე "ანორთოსისთან" (0:1) მარცხის შემდეგ, "გენტის" მთავარი მწვრთნელი ჰაინ ვანზებრუკი რამდენიმე მოთამაშით ძალიან უკმაყოფილო დარჩა და "სტანდარტის" წინააღმდეგ, კვიპროსული განაცხადიდან 5 ფეხბურთელზე მეტი ამოიღო.

მომავალი შეხვედრისთვის არც გიორგი ჩაკვეტაძე მოემზადება, რომელსაც ხსენებულ დაპირისპირებაში საერთოდ არ უასპარეზია. შესაბამისად, გაუგებარია რა გახდა ქართველი ნახევარმცველის განაცხადში არყოფნის მიზეზი.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, სამწუხაროდ, გიორგი გუნდში აღარ ჩანს. შეგახსენებთ, ის ტრავმის გამო, ვილი სანიოლმა უზბეკეთთან შეხვედრამდე გაათავისუფლა, შვედეთთან კი მონაწილეობა არ მიუღია.

"გენტი" ლიეჟელებს დღეს, 28 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30
საათზე უმასპინძლებს.

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно