საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ახალი ამბები
28-11-2021, 01:36



საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.

ქართველმა ფალავნებმა ავსტრია 4:0 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 4:2 იმარჯვეს.

ნახვარფინშლი კი, თურქეთი იგივე ანგარიშით (4:2) დაჯაბნეს და ფინალში გავიდნენ.

ფინალში საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდების ნაკრები შეხვდა. საქართველომ დაძაბული დაპირისპირება 4:3 მოიგო და ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

კაცები: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე – 73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.) გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ.).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე – 70კკგ.), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.).

შერეულ გუნდებს შორის ბოლო ევროპის ჩემპიონატი 2018 წელს ასევე რუსეთში გაიმართა და მასში საქართველოს ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია, ჩემპიონი კი გერმანია გახდა, რომელმაც ნიდერლანდები 4:2 დაამარცხა.

კომენტარები
არის! საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია
არის! საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური...
27-11-2021, 16:56
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно