"ხვიჩამ სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს" - ბრიტანელები კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებზე გააქტიურდნენ

"ხვიჩამ სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს" - ბრიტანელები კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებზე გააქტიურდნენ

ახალი ამბები / ფეხბურთი
26-11-2021, 15:52



ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი სატრანსფერო პერსპექტივების მიმართ საუბარი ისევ გააქტიურდა. მოსალოდნელია, რომ დეკემბერში ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდება.

ბრიტანული hitc-ი წერს:

"სატრანსფერო ამბების გამო კვარაცხელია იმედგაცრუებული იყო და სეზონის სტარტზე დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. გარემარბს, რომელიც შვედეთის ნაკრებთან დუბლის შემდეგ არიენ რობენსაც კი შეადარეს, რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვვს.

თუკი ხვიჩას სურს, ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს ინტერესი ისევ ჰქონდეთ, მაშინ იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე სტატისტიკა უნდა გაამჯუბესოს."



ჯუღელმა ხვიჩას მიმართ ინგლისური "ტოტენჰემის" ინტერესი დაადასტურა.

სატრანსფერო სეზონის გახსნამდე "რუბინი" 3 შეხვედრას გამართავს - მოსკოვის "დინამოს" მიიღებს, "ნიჟნი ნოვგოროდსა" და "კრილია სოვეტოვს" კი სტუმრად დაუპირისპირდება.

კომენტარები
კონკრეტიკა - როგორ და რა შემთხვევაში შეეცდება "ვილიარეალი" კვარაცხელიას შეძენას
კონკრეტიკა - როგორ და რა შემთხვევაში შეეცდება...
25-11-2021, 01:17
დორტმუნდმა ჯეიდონ სანჩოს სატრანსფერო ფასი შეამცირა
დორტმუნდმა ჯეიდონ სანჩოს სატრანსფერო ფასი შეამცირა...
4-02-2021, 15:08
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно