როგორც იქნა! 9-წლიანი სერია შეწყვეტილია - საქართველომ სტუმრად კოსოვო დაამარცხა

როგორც იქნა! 9-წლიანი სერია შეწყვეტილია - საქართველომ სტუმრად კოსოვო დაამარცხა

ახალი ამბები / ფეხბურთი
13-10-2021, 00:57



მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველომ სტუმრად კოსოვო დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „ფადილ ვოკრიზე“ პრიშტინაში გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში მე-11 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა, როცა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ჩვენი ნაკრები დააწინაურა.

45-ე წუთზე მურიქიმ პენალტი ზუსტად შეასრულა და საქართველოს ტაიმის დასასრული ჩაუშხამა.

მეორე ნახევარი პრაქტიკულად უმომენტოდ გავატარეთ, თუმცა 82-ე წუთზე ვილი სანიოლის ცვლილებებმა გაამართლა - შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი აზაროვმა საჯარიმოში ზურიკო დავითაშვილი მოძებნა, რომელმაც თავური დარტყმით ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა.

ამრიგად, საქართველომ მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.

სამწუხაროდ, ჯგუფის თვალსაზრისით ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა საქართველომ 4 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე კოსოვო ჩაანაცვლა.


კომენტარები
სანიოლი: გვსურს, ქართველი გულშემატკივრი ნაკრებით ამაყობდეს
სანიოლი: გვსურს, ქართველი გულშემატკივრი ნაკრებით...
12-10-2021, 01:20
მორიგი უსახური თამაში და მშრალი მარცხი - საქართველოს ნაკრებმა ბათუმში საბერძნეთთან წააგო
მორიგი უსახური თამაში და მშრალი მარცხი -...
9-10-2021, 22:00
ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე მოუგებელი სერია 5 მატჩამდე გაზარდა - როდის ჰქონდათ კატალონიელებს მსგავსი საშინელი შედეგი?
ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე მოუგებელი სერია 5...
30-09-2021, 10:30
თეა წულუკიანმა ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა
თეა წულუკიანმა ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს...
24-09-2021, 17:09
3 ანტირეკორდი ლიგაზე - ბარსელონას საშინელი შედეგი
3 ანტირეკორდი ლიგაზე - ბარსელონას საშინელი შედეგი...
20-09-2021, 11:53
ჩემპიონთა ლიგა. I ტური: პსჟ-მა ბრიუგესთან" 2 ქულა და მბაპე დაკარგა - "რეალმა" "ინტერს" გამარჯვება გამოსტაცა
ჩემპიონთა ლიგა. I ტური: პსჟ-მა ბრიუგესთან" 2 ქულა...
16-09-2021, 01:24
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно