"კვარაცხელიას თუ რაიმე არ გამოუვა, არ უნდა „დამჟავდეს“ და დანებდეს“ - ამბობს „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი

"კვარაცხელიას თუ რაიმე არ გამოუვა, არ უნდა „დამჟავდეს“ და დანებდეს“ - ამბობს „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი

ახალი ამბები / ფეხბურთი
13-10-2021, 11:36



თურქეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიოქდენიზ კარადენიზი „რუბინში“ 2008-2018 წლებში თამაშობდა, 226 მატჩში 39 გოლი გაიტანა, ამ გუნდის ლეგენდად ითვლება, ახლახან ყაზანში იმყოფებოდა, sportbox-ს ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

- ამ სეზონში ხვიჩას ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. როგორ ფიქრობთ, მასზე რამდენად იმოქმედა იმან, რომ ზაფხულში ევროპაში არ გაემგზავრა?
- კითხვის ასეთ დასმას არ ვეთანხმები. ასევე „რუბინის“ ჩავარდნა არ არის დაკავშირებული „რაკუვთან“ წაგებასთან. თუ ფეხბურთელს თამაში არ მისდის - შესაძლოა, ცუდად ვარჯიშობს ან მატჩებზე სათანადოდ კონცენტრირებული არ

არის. თუ ადამიანს ნიჭი აქვს, ყოველთვის დაახლოებით ერთნაირი დონე უნდა აჩვენოს. მე ახლოდან ვერ ვხედავ, რა ხდება, მაგრამ სიტუაციის გლობალურ ანალიზს დაახლოებით ასე ვაკეთებ.

- თუმცა, ხვიჩაზე ამბობენ, რომ „ბორუსიასა“ და „ტოტენჰემის“ დონისაა.

- დიახ, ის ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ იმისათვის, რათა ტოპ-ჩემპიონტებსა და ტოპ-გუნდებში ითამაშოს, სტაბილურობა მართებს. ხვიჩას რეკომენდაციას ვაძლევ ჯერ „რუბინში“ რამე მოიგოს და აქ თავი წარმოაჩინოს. ჯერ აქ უნდა დაამტკიცოს, რომ ტოპ-ია, ხოლო თუ რაიმე არ გამოუვა, არ არის საჭირო „დამჟავება“ და დანებება. აუცილებელია იმის გაანალიზება, რა არ გამოსდის. დიახ, ყველამ იცის, რომ ნიჭიერია, მაგრამ ეს რეგულარულად მოედანზე უნდა დაამტკიცოს.

- თქვენ ამბობთ, რომ ხვიჩამ ჯერ რამე რუსეთში უნდა მოიგოს, მაგრამ მზადაა კი „რუბინი“ რუსეთში რაიმეს მოსაგებად?
- თქვენ საინტერესო ჩემპიონატი გაქვთ. თუ „რუბინი“ ზედიზედ სამ მატჩს მოიგებს, ოთხეულში მოხვედრა შეუძლია. რამდენიმე თამაშის წაგება არაფერს ნიშნავს. ვინ იცის, შესაძლოა, სანაკრებო პაუზის შემდეგ „რუბინმა“ ყველას დამარცხება დაიწყოს. თუ დღევანდელ შემადგენლობას შევხედავთ - „რუბინს“ ღირსეული ჰყავს. ეს გუნდი თავისუფლად უნდა იყოს ევროზონაში. „თავის ჩართვაა“ საჭირო, პლუს რუსეთის თასია, იქაც შეიძლება მოგებას შეეცადო.



კომენტარები
იაროვინსკი ხვიჩაზე: ''ეჭვი არ მეპარება, რუბინიდან წავა''
იაროვინსკი ხვიჩაზე: ''ეჭვი არ მეპარება, რუბინიდან...
11-10-2021, 01:13
ღურწკაია: ''ვიღაცამ რუბინი დაარწმუნა, რომ ხვიჩა აიაქსში არ გაეყიდათ''
ღურწკაია: ''ვიღაცამ რუბინი დაარწმუნა, რომ ხვიჩა...
6-10-2021, 11:32
ბიჭი, რომელმაც მარჯვენა ფეხი გენტს შესწირა! ბელგიელების უმადური მოპყრობა ქართველს
ბიჭი, რომელმაც მარჯვენა ფეხი გენტს შესწირა!...
18-09-2021, 09:31
"ამ თამაშმა გამოაჩინა, კვარაცხელია გრანდში რატომაც არაა" - რუსული მედია
"ამ თამაშმა გამოაჩინა, კვარაცხელია გრანდში...
15-09-2021, 12:43
მეტი რა ვქნა, რომ პატივი მცეთ? - ნეიმარი გულდაწყვეტილია
მეტი რა ვქნა, რომ პატივი მცეთ? - ნეიმარი...
11-09-2021, 10:11
ქეცბაია:'კახი კალაძემ გვიღალატა, როდესაც საკუთარ კარში 2 გოლი გაიტანა....."
ქეცბაია:'კახი კალაძემ გვიღალატა, როდესაც საკუთარ...
28-02-2020, 21:17
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно