ლინგარდმა განმარტა, თუ რატომ არ აღნიშნა ვესტ ჰემის კარში გატანილი გამარჯვების გოლი

ლინგარდმა განმარტა, თუ რატომ არ აღნიშნა ვესტ ჰემის კარში გატანილი გამარჯვების გოლი

ახალი ამბები / ფეხბურთი
20-09-2021, 19:59



მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა განმარტა, თუ რატომ არ აღნიშნა „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ კარში ბოლო წუთებზე გატანილი გამარჯვების გოლი.

გასული სეზონის მეორე ნახევარი ლინგარდმა „ჩაქუჩებში“ იჯარით გაატარა, რის შემდეგაც მშობლიურ „ემიუს“ დაუბრუნდა.

„ვესტ ჰემის“ გულშემატკივრებმა დიდებული დახვედრება მომიწყვეს. აქ შესანიშნავი პერიოდი გავატარე, მაგრამ ამ მატჩში ჩემი წვლილის შეტანა მომიწია. 

ამ გუნდის დაცვის გარღვევა ყოველთვის ძალიან რთულია და როცა საჯარიმოში თავისუფალი სივრცეები გეძლევა, დარტყმის შესრულება უნდა სცადო. ბურთი მივიღე, სივრცე გავითავისუფლე და მაშინვე მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა.“ - ციტირებს ლინგარდის სიტყვებს „იუნაიტედის“ ოფიციალური ვებგვერდი.

„რატომ არ აღვნიშნე გოლი? „ვესტ ჰემის“ ქომაგები მხარდაჭერას მიცხადებდნენ, როცა ამ გუნდში იჯარით ვთამაშობდი. ისინი შესანიშნავად დამხვდნენ. ასეთი რეაქციით მათთვის მადლობის თქმა მინდოდა.“ - დაასრულა ინგლისელმა.

კომენტარები
ყველა დროის რეკორდამდე ერთ ნაბიჯში - კრიშტიანუს მორიგი მიღწევა
ყველა დროის რეკორდამდე ერთ ნაბიჯში - კრიშტიანუს...
16-09-2021, 01:31
17 მატჩში 21 გოლი - ჩემპიონთა ლიგაზე ჰოლანდი 10 სხვადასხვა გუნდს შეხვდა და გოლი მხოლოდ ერთს ვერ გაუტანა
17 მატჩში 21 გოლი - ჩემპიონთა ლიგაზე ჰოლანდი 10...
16-09-2021, 01:22
რონალდოს ღირსეული საქციელი - ის, რის გამოც პორტუგალიელს ყველა აფასებს
რონალდოს ღირსეული საქციელი - ის, რის გამოც...
20-09-2021, 11:54
რონალდოს ეფექტი - სასიხარულო ინფორმაცია "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებისთვის
რონალდოს ეფექტი - სასიხარულო ინფორმაცია...
14-09-2021, 13:33
"მანჩესტერ იუნაიტედში დარჩენას მინიმუმ 3 წლით ვაპირებ", - რონალდუმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედში დარჩენას მინიმუმ 3 წლით...
20-09-2021, 11:53
ქეცბაია:'კახი კალაძემ გვიღალატა, როდესაც საკუთარ კარში 2 გოლი გაიტანა....."
ქეცბაია:'კახი კალაძემ გვიღალატა, როდესაც საკუთარ...
28-02-2020, 21:17
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно