უკრაინამ მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა მას 20 წლით თავიაუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს მისჯლი

უკრაინამ მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა მას 20 წლით თავიაუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს მისჯლი

პოლიტიკა
17-09-2021, 16:50



8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით უკვე ჩამოიყვანეს.

ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო.

2013 წლიდან საქართველოს მიერ ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინაში პირველად 2017 წელს ყალბი პასპორტებით დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მას საქართველოს გარდა, უკრაინის, ლატვიისა და ბელიზის მოქალაქეობის დამატასტურებელი ფიქტიური მოწმობები ჰქონდა, სარგებლობდა ომარ ძანძავას სახელზე გაცემული პასპრტითაც.

ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარსაც ითხოვდა. 4 წლიანი პროცედურების შემდეგ ხელმეორედ დააკავეს, იუსტიციის სამინისტროს და კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით ძებნილი მაღალჩინოსანი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გადმოეცა.

მეგის ქარდავა საქართველოდან 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებისთანავე წავიდა. ამის შემდეგ, მას მძიმე ბრალდებები სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა, მათ შორის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად დადგა.

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, პატიმრების წამების ეპიზოდზე, მეგის ქარდავას 7 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეზეც - მეგის ქარდავა ისევ პატიმარების მიმართ, არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ სცნეს და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

იგივე სასჯელი მიესაჯა ქარდავას ზუგდიდის პოლიციაში ბელა როგავას დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე.

ე.წ. კასრების საქმეში წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მეგის ქარდავას სასჯელი 9 წლით განესაზღვრა. 9 წელი მიესაჯა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებით გარდაცვალების საქმეზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლო მეგის ქარდავას წინააღმდეგ, 6 საქმეს ჯერ კიდევ განიხილავს.

სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მეგის ქარდავა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ორჯერ დაჯილდოვდა, კონსტიტუციური წყობილების დაცვისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.


კომენტარები
მეგის ქარდავა ექსტრადაციის მოლოდინში – ვნახოთ, რატომ დააჯილდოვა ორჯერ მიხეილ სააკაშვილმა
მეგის ქარდავა ექსტრადაციის მოლოდინში – ვნახოთ,...
11-09-2021, 20:06
მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილებზე სექსუალურად ძალადობდა 17 წლით......
მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილებზე სექსუალურად...
30-06-2021, 21:52
დიდი კაცივით მიიღო დედის გარდაცვალება, თავზე დასტრიალებს, ლოცვებს უკითხავს…” – მეგი ბაქრაძის 9 წლის შვილი დედას ლოცვებს უკითხავს
დიდი კაცივით მიიღო დედის გარდაცვალება, თავზე...
25-03-2021, 19:47
,სავარაუდოდ, თავად ბატონი მელია უძღვებოდა მომიტინგეების მცდელობას, რომ 2019 წელს პარლამენტში შეჭრილიყვნენ"
,სავარაუდოდ, თავად ბატონი მელია უძღვებოდა...
28-02-2021, 01:36
სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა...
17-02-2021, 22:32
სასწრაფოდ - ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი უკრაინის...
სასწრაფოდ - ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი...
21-06-2020, 21:14
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно