ჩეფერინი: "წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ ისინი ჩემპიონთა ლიგას დატოვებენ"

ჩეფერინი: "წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ ისინი ჩემპიონთა ლიგას დატოვებენ"

ახალი ამბები / ფეხბურთი
11-09-2021, 10:17



ევროპის სუპერ ლიგის იდეის ერთგული „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ თავიანთ პოზიციაზე მყარად დგომას განაგრძობენ. უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ჩეფერინის თქმით, ის წინააღმდეგი არ იქნება, თუ ზემოხსენებული სამი კლუბი ჩემპიონთა ლიგას დატოვებს.

„წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ ისინი ჩემპიონთა ლიგას დატოვებენ. ეს ძალიან სასაცილოა - ეს კლუბები ახალი ტურნირის შექმნას ცდილობენ და ამავდროულად ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდათ“, -
ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს გერმანული შპიგელი.

„სამივე კლუბს არაკომპეტენტური ხელმძღვანელი ჰყავს. მათ ფეხბურთის მოკვლა სცადეს. ფლორენტინო პერესი წუხდა და ამბობდა, რომ მათ მხოლოდ სუპერ ლიგით შეეძლოთ გადარჩენა, შემდეგ კი 180 მილიონად მბაპეს შეძენა სცადეს“.
უეფას პრეზიდენტმა წარმოადგინა სამართლიანი თამაშის გარკვეული რეფორმები, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც კლუბები, რომლებიც სატრანსფერო ხარჯებს აჭარბებდნენ, ზღვარი დაუწესდებათ.

„მომავალში ჩვენ გვსურს ვისაუბროთ კონკურენტულ ბალანსზე და არა სამართლიან თამაშზე”,
- ამბობს ჩეფერინი.

კომენტარები
შატილის ტრაგიკულად ავარიისას სასწაულად გადარჩენილი გოგონები კლინიკას ხვალ დატოვებენ.
შატილის ტრაგიკულად ავარიისას სასწაულად...
22-09-2020, 20:05
ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის 2019/2020 წლების სეზონი აღარ განახლდება
ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის 2019/2020...
27-04-2020, 14:48
ვინ მოიგებს ლა ლიგას ცნობილია... ლელა კაკულიას ხილვა ქონდა..
ვინ მოიგებს ლა ლიგას ცნობილია... ლელა კაკულიას...
3-03-2020, 22:04
ვინ მოიგებს ლა ლიგას ცნობილია... ლელა კაკულიას ხილვა ქონდა..
ვინ მოიგებს ლა ლიგას ცნობილია... ლელა კაკულიას...
3-03-2020, 22:04
ბერა ივანიშვილი: "ამას საქართველოში ვიყიდი და დავეხმარები..."
ბერა ივანიშვილი: "ამას საქართველოში ვიყიდი და...
28-02-2020, 21:07
პერესი:"არც მბაპე მჭირდება და არც ნეიმარი"
პერესი:"არც მბაპე მჭირდება და არც ნეიმარი"...
17-01-2020, 00:04
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно