მეტი რა ვქნა, რომ პატივი მცეთ? - ნეიმარი გულდაწყვეტილია

მეტი რა ვქნა, რომ პატივი მცეთ? - ნეიმარი გულდაწყვეტილია

ახალი ამბები / ფეხბურთი
11-09-2021, 10:11



პსჟ-სა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა პერუს წინააღმდეგ გამართული (2:0) 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ პუბლიკის მხრიდან არასაკმარის დაფასებაზე ისაუბრა.

"რასაკვირველია, გუნდი ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდი და მალე, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, პელეს რეკორდს ("მეფეს" 77 გოლი აქვს, ნეიმარს - 69) დავამხობ და "სალესაოს" რიგებში ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გავხდები, რაც ჩემთვის დიდი პატივი იქნება.

აღარ ვიცი მეტი რა გავაკეთო, ადამიანებმა პატივი რომ მცენ. აღარ მიკვირს, დიდი ხანია ასე


ხდება. რეპორტიორები, კომენტატორები, ყველა.

ზოგჯერ ინტერვიუს მიცემაც არ მინდა, მაგრამ მნიშვნელოვან ეპიზოდებში ამას ვაკეთებ. დაე ცოტა მეტი იფიქრონ,"- თქვა ბრაზილიელმა TV Globo-ს პირდაპირ ეთერში.

29 წლის ფეხბურთელმა პერუს წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. "ნეიმ" ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რეკორდი დაამყარა და ყველაზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. ფორვარდს 20 ჩატარებულ შეხვედრაში 12 გატანილი გოლი აქვს.

კომენტარები
ბენზემა: ,,საფრანგეთისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრის საშიშროება არ არსებობს”
ბენზემა: ,,საფრანგეთისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე...
7-09-2021, 04:39
1990 წლის მუნდიალის ფინალური მატჩის მსაჯი: ,,მარადონას გაგდება მატჩის დაწყებამდე შემეძლო''
1990 წლის მუნდიალის ფინალური მატჩის მსაჯი:...
27-04-2020, 14:27
ქეცბაია:'კახი კალაძემ გვიღალატა, როდესაც საკუთარ კარში 2 გოლი გაიტანა....."
ქეცბაია:'კახი კალაძემ გვიღალატა, როდესაც საკუთარ...
28-02-2020, 21:17
შეიხის ყოფილი საყვარელი და თურქი მოდელი - ვინ არის ნეიმარის ახალი მეგობარი გოგონა [PHOTO]
შეიხის ყოფილი საყვარელი და თურქი მოდელი - ვინ...
17-01-2020, 12:58
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно