"ცოტა დაკარგული ჩანდა", - სერხიო აგუერომ პსჟ-ში ლეო მესის დებიუტი შეაფასა

"ცოტა დაკარგული ჩანდა", - სერხიო აგუერომ პსჟ-ში ლეო მესის დებიუტი შეაფასა

ახალი ამბები / ფეხბურთი
7-09-2021, 04:48



"ბარსელონას" ფორვარდმა, სერხიო აგუერომ "პსჟ"-ს მაისურით კატალონიელთა ექს-თავდამსხმელის, ლიონელ მესის დებიუტზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი პარიზელთა მაისურით ლიგა 1-ის მე-4 ტურში "რეიმსთან" (2:0) გამართულ მატჩში მოგვევლინა მინდორზე.

მესი მოედანზე 66-ე წუთზე ნეიმარის ნაცვლად გამოჩნდა და თავი გოლით ან შედეგიანი გადაცემით არ გამოუჩენია.

"ცოტა დაკარგული ჩანდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ბურთს იღებდა, კარგად მოქმედებდა", - ციტირებს აგუეროს სიტყვებს Diario Sport.

შეგახსენებთ, თავად სერხიო "ლურჯ-ბროწეულისფრებს" გასულ ზაფხულს შეუერთდა, მესისთან ერთად თამაშის იმედით, რომელიც გაუცრუვდა.

კომენტარები
მოდელმა მესის სახე მუცელზე ამოისვირინგა - ეს ლეოს მეორე ტატუა ლამაზმანის სხეულზე / ფოტო
მოდელმა მესის სახე მუცელზე ამოისვირინგა - ეს ლეოს...
18-01-2020, 23:08
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно