„მარადონა პირველია, მესი დღესდღეობით საუკეთესოა" - შოთა არველაძის ინტერვიუ

„მარადონა პირველია, მესი დღესდღეობით საუკეთესოა" - შოთა არველაძის ინტერვიუ

ახალი ამბები / ფეხბურთი
7-09-2021, 04:43



ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ FANATİK-ს ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. თურქული გამოცემის პირველი შეკითხვა შოთის სამომავლო გეგმებს უკავშირდებოდა და არველაძემ განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას უახლოეს მომავალში განაახლებს.

„როგორც იცით, ამჟამად უმუშევარი ვარ და სტამბოლში ვიმყოფები. თურქული და უცხოური კლუბებიდან წინადადებები მქონდა და სავარაუდოდ, მწვრთნელობას წლეულს განვაახლებ. ახლა უფრო დიდი გამოცდილება მაქვს და ტრაბზონს თუ არ ჩავთვლით, ყველა კლუბში წარმატებას მივაღწიე“.

 არველაძემ თურქეთის ნაკრების მომდევნო მეტოქის, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის თავკაცის, ლუის ვან გაალის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „ალკმაარში მისი ასისტენტი ვიყავი და მისგან უამრავი რამ ვისწავლე. კოლეგებთან შედარებით, ვან გაალი ყველაფერს სხვანაირად აკეთებს. მისი ხედვა და თამაშის წაკითხვის უნარი... შეხვედრის დაწყებამდე იგი ამბობს: „დაიმახსოვრეთ, რომ ეს მოხდება“, მატჩის სტარტის შემდეგ კი მისი პროგნოზი მართლდება“.

 ქართველ ლეგენდას მესისა და რონალდუს შესახებაც ჰკითხეს და შოთიმ უპირატესობა „ლა პულგას“ მიანიჭა: „ძალიან გთხოვთ, არ გინდათ. რა თქმა უნდა, პირველი მარადონაა, თუმცა ორი აზრი არაა, რომ დღესდღეობით, საუკეთესო ლიონელ მესია. ეს ბიჭი ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს. რონალდუც ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ მესის მსგავსი დრიბლინგი და შედეგიანი გადაცემების გაკეთების უნარი არ აქვს. ორივე მათგანი განსაკუთრებულია, მაგრამ მესისა და მარადონას მსგავსი ფეხბურთელები უიშვიათესად იბადებიან“.

არველაძემ თანამედროვე ფეხბურთის ის კლუბიც დაასახელა, რომელშიც ითამაშებდა და უპირატესობა „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბაიერნს“ მიანიჭა, თუმცა დასძინა, რომ ბევრი რამ კლუბების მიერ შეთავაზებულ ხელფასზე იქნებოდა დამოკიდებული.


კომენტარები
ვილი სანიოლმა ბულგარეთში ვაკო ყაზაიშვილი არ წაიყვანა
ვილი სანიოლმა ბულგარეთში ვაკო ყაზაიშვილი არ...
7-09-2021, 04:44
ბიჭმა, რომელმაც დღეს სიცოცხლე მოზარდის გადასარჩენად გაწირა, რამდენიმე კვირის წინ რიონში გადავარდნილი ბავშვიც გადაარჩინა - რას წერენ შოთა ქარსელაძეზე?
ბიჭმა, რომელმაც დღეს სიცოცხლე მოზარდის...
5-07-2021, 21:04
"მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას, არანაირ მერობის...."-შოთა არველაძე
"მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არ ვაპირებ...
11-05-2021, 21:28
ახალი ფულის მახე? პირბადე აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში
ახალი ფულის მახე? პირბადე აუცილებელია, წინააღმდეგ...
28-05-2020, 21:21
1990 წლის მუნდიალის ფინალური მატჩის მსაჯი: ,,მარადონას გაგდება მატჩის დაწყებამდე შემეძლო''
1990 წლის მუნდიალის ფინალური მატჩის მსაჯი:...
27-04-2020, 14:27
ინიესტამ "ბარსელონაში" მწვრთნელის რანგში დაბრუნებაზე ისაუბრა
ინიესტამ "ბარსელონაში" მწვრთნელის რანგში...
21-04-2020, 22:23
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно