მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილებზე სექსუალურად ძალადობდა 17 წლით......

მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილებზე სექსუალურად ძალადობდა 17 წლით......

პოლიტიკა
30-06-2021, 21:52



მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილებზე სექსუალურად ძალადობდა 17 წლით......


არასრულწლოვანი შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ პირს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, ბრალდებული ო.წ. ორი თვის განმავლობაში სამი არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ახორციელებდა.
 
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით ო.წ. სამი არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა.
 
სამართალდამცველებმა ო.წ. 2021 წლის 26 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და  მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ნდობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (სამი ეპიზოდი)) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
 
სასამართლომ ო.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
 
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები
სექსუალური ხასიათის დანაშაული 5 წლის ბავშვის მიმართ - ბრალდებულს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სექსუალური ხასიათის დანაშაული 5 წლის ბავშვის...
21-05-2021, 13:58
14 წლის გოგოს 3 წლის განმავლობაში აუპატიურებდნენ - საქართველოს პროკურატურამ დედას ბრალი წარუდგინა
14 წლის გოგოს 3 წლის განმავლობაში აუპატიურებდნენ...
15-04-2021, 11:11
კაცს, რომელსაც 14 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ედება ბრალი.....
კაცს, რომელსაც 14 წლის გოგოსთან სექსუალური...
21-03-2021, 22:03
ფონიჭალაში 11 წლის ბავშვი დანიშნეს
ფონიჭალაში 11 წლის ბავშვი დანიშნეს...
8-02-2021, 22:06
თბილისი: მამა საკუთარი შვილის და მისი მეგობრის მიმართ გაუპატიურების ქმედებაშია მხილებული
თბილისი: მამა საკუთარი შვილის და მისი მეგობრის...
3-12-2020, 14:37
მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც ქორწინების მიზნით არასრულწლოვანი გოგო მოიტაცა
მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც ქორწინების...
15-02-2020, 18:51
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно