თამარი დღეს დაკრძალეს – ის შვილისთვის საბუთების შესაგროვებლად ენგურით გადმოდიოდა

თამარი დღეს დაკრძალეს – ის შვილისთვის საბუთების შესაგროვებლად ენგურით გადმოდიოდა

პოლიტიკა
12-04-2021, 01:34



თამარი დღეს დაკრძალეს – ის შვილისთვის საბუთების შესაგროვებლად ენგურით გადმოდიოდა

ოკუპირებულ გალში დღეს დაკრძალეს, 7 აპრილს მდინარე ენგურში დაღუპული ახალგაზრდა ქალი თამარ ცატავა.
 
თამარი იმ ოთხი დაღუპულთაგან ერთ-ერთი იყო, რომელმაც ავადმყოფი შვილის გამო ე.წ. გადასასვლელით სასიკვდილო გზა გამოიარა.
 
როგორც ოკუპირებული გალიდან “პრაიმტაიმს” დაღუპული ქალის ნათესავი ატყობინებს, თამარი სწორედ ავადმყოფი შვილისთვის საჭირო საბუთების მოსაგვარებლად გადმოდიოდა.


„ასეთი ენით აღუწერელი ტრაგედია დაგვემართა. 7 წლის ანრი გვალიას ხერხემალზე აქვს თიაქარი, გაუკავდა ცალი ფეხი. ბავშვი სასწრაფოდ არის გადასაყვანი თურქეთში. ელემენტარული დევნილის მოწმობის საბუთი ვერ აიღეს აქ. იცით ზუგდიდზე ვართ დამოკიდებული ყველაფრით. ხიდით, რომ წამოსულიყო ხუთდღიანი კარანტინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაევლო, აქეთ ბავშვის ავადმყოფობის გამო დროში იწვებოდა… ახლა კი სამუდამოდ გამოეთხოვა მის ოჯახს და შვილებს, პატარა სამი წლისაა… რა ქნას მცირეწლოვანი შვილების მამამ ზაზა გვალიამ, როგორ გაუძლოს ამ ტრაგედიას ან ავადმყოფ შვილს როგორ უმკურნალოს? ბედის ანაბარა მიტოვებულ აფხაზეთში“, – გვეუბნება ოჯახის ახლობელი.
 
შეგახსენებთ, 7 აპრილს ენგურის ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულ ცოლ-ქმარს ჯონი გვალიას და მაყვალა გამისონიას ოკუპირებულ სოფელ წარჩეში სამშაბათს დაკრძალავენ, ხოლო მეოთხე დაღუპული 60 წლის თამაზ ბასლანძე, ოკუპირებულ ჭუბურხინჯში დღეს დაკრძალეს.
 
10 აპრილი საქართველოში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.

კომენტარები
ბავშვი შეეძინათ, აკვანი და ჩვილისთვის საჭირო ნივთები უნდოდათ – ახალი დეტალები ენგურის მდინარეზე გარდაცვლილებზე
ბავშვი შეეძინათ, აკვანი და ჩვილისთვის საჭირო...
7-04-2021, 20:30
ორი პატარა ბავშვი დარჩა ობლად…” – ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც ცოტახნის წინ მდინარე ენგურში იპოვეს დაღუპული(ფოტოები)
ორი პატარა ბავშვი დარჩა ობლად…” – ვინ იყო...
7-04-2021, 19:19
10 წლის კესო, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, დღეს დაკრძალეს
10 წლის კესო, რომელსაც უამრავი ადამიანი...
10-11-2020, 00:32
სასწაულია თამარი ცოცხალია ის არ მომკვდარა (VIDEO)
სასწაულია თამარი ცოცხალია ის არ მომკვდარა (VIDEO)...
19-09-2020, 21:16
"თამარი პროგრამისტი იყო, ისეთ ფლობდა ინფორმაციას ისეთს, რომ შესაძლოა სახელმწიფოს...."
"თამარი პროგრამისტი იყო, ისეთ ფლობდა ინფორმაციას...
2-08-2020, 21:23
ქართველი ემიგრანტი:"თამარი მოკლეს, ყველა მასზე ნუ საუბრობთ, ფულის გამო..."
ქართველი ემიგრანტი:"თამარი მოკლეს, ყველა მასზე ნუ...
30-07-2020, 21:40
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно