ნამოხვანში ჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავი მოიკლა

ნამოხვანში ჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავი მოიკლა

პოლიტიკა
10-04-2021, 21:23



წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავი მოიკლა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადიდებულ რიონში გადახტა.

როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებმა „რეგინფოს“ უთხრეს, მამაცაცი, რომელმაც თავი მოიკლა, მეგობართან ერთად ნამოხვანში გუშინ თბილისიდან ჩავიდა და კარავში მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. ამიტომ, აქტივისტები მას კარგად არ იცნობდნენ. დაახლოებით ერთი საათის წინ, მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და დაუბარა, რომ ტელეფონი მისი მეგობრისთვის მიეცათ, რის შემდეგაც წყალში გადახტა.

მდინარე რიონი ადიდებულია. იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ მამაკაცი მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი დინებამ წაიღო. ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ.

უცნობია, როგორ მოახერხეს თბილისიდან ჩასულმა პირებმა ნამოხვანში შეღწევა, რადგან ერთი კვირაა პოლიციას ჩაკეტილი აქვს რიონის ხეობაში შესასვლელები როგორც ქუთაისის, ასევე, ცაგერის მხრიდან და გადაადგილების უფლებას მხოლოდ ჟურნალისტებსა და იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს აძლევენ, ვინც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობას მხარს არ უჭერენ.

„რეგინფო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, როგორ მოახერხეს აღნიშნულმა პირებმა ნამოხვანში შესვლა და დაიწყო თუ არა გამოძიება.

21:15 - შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 

21:18 - მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ის დღეს თბილისში იმყოფებოდა რამდენიმე აქტივისტთან ერთად, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ მიიღეს მონაწილეობა.


კომენტარები
შემზარავი ტრაგედია! – კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმის შვილმა თავი მოიკლა
შემზარავი ტრაგედია! – კორონავირუსით გარდაცვლილი...
1-04-2021, 01:47
"თამარმა ყველამ ვიცით, რომ თავი მოიკლა, ახლა კი, დაინდეთ მშობლები თქვე ავაზაკებო, რა გჭირთ..."
"თამარმა ყველამ ვიცით, რომ თავი მოიკლა, ახლა კი,...
22-09-2020, 08:50
21 წლის ახალგაზრდა გოგომ თავი მოიკლა
21 წლის ახალგაზრდა გოგომ თავი მოიკლა...
22-06-2020, 21:23
„საწყალი ქალი 10 წელია მუშაობდა ლუკმაპურისთვის” - რატომ მოიკლა ქართველმა ქალმა თავი საბერძნეთში
„საწყალი ქალი 10 წელია მუშაობდა ლუკმაპურისთვის” -...
2-03-2020, 21:05
საშინელი ტრაგედია კიდევ ერთმა მოზარდმა თავი მოიკლა..
საშინელი ტრაგედია კიდევ ერთმა მოზარდმა თავი...
7-01-2020, 20:26
საშინელი ტრაგედია კიდევ ორმა მოზარდმა თავი მოიკლა..
საშინელი ტრაგედია კიდევ ორმა მოზარდმა თავი...
25-12-2019, 22:01
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно