ბავშვი შეეძინათ, აკვანი და ჩვილისთვის საჭირო ნივთები უნდოდათ – ახალი დეტალები ენგურის მდინარეზე გარდაცვლილებზე

ბავშვი შეეძინათ, აკვანი და ჩვილისთვის საჭირო ნივთები უნდოდათ – ახალი დეტალები ენგურის მდინარეზე გარდაცვლილებზე

პოლიტიკა
7-04-2021, 20:30



მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლისას დაიღუპნენ, კონტროლირებად ტერიტორიაზე პროდუქტების შესაძენად ცდილობდნენ გადმოსვლას. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელმა უთხრა, რომელიც საკუთარ ვინაობას უსაფრთხოების მიზეზით არ ასახელებს.

 

მისი თქმით, ენგურის ხიდი წელიწადზე მეტია დაკეტილია და ერთადერთი გზა ამ ადამიანებისთვის ენგურის გადმოცურვა იყო.

 

„პროდუქტები უნდოდათ, გალში ყველაფერი ძვირია, შვილიშვილი შეეძინათ და უნდოდათ აკვანი და ჩვილისთვის საჭირო ნივთები. გუშინდელი ღამის ამბავია. დაბრუნდნენ, არ დაბრუნდნენ, გადმოვიდნენ თუ არა, არავინ არ იცოდა. ამ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ დაიხრჩვნენო. დაიკარგნენ უგზო-უკვლოდ გუშინ ღამით“, – აღნიშნა მან.

 

მისივე განმარტებით, დროგამოშვებით მათ დევნილთა დახმარების ასაღებად თუ პროდუქტებისთვის უწევდათ გადმოსვლა.

ამ დროისთვის ნაპოვნია ორი ქალის და ორი მამაკაცის ცხედარი, ცოლ-ქმრის და მათი რძლის, გალის სოფელ წარჩედან. ქალები 30-38 წლისანი იყვნენ, ქმარი კი 47 წლისაა.

 

დღეს დილით, თავდაპირველად ნაპოვნი მამაკაცი 65 წლის იყო, რომელსაც დანარჩენი სამი, ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გადმოეყვანა. ის ჭუბურხინჯის მკვიდრია.

 

ნაპოვნი ცხედრები ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. ამ დრომდე გრძელდება სამძებრო სამუშაოები.


კომენტარები
ორი პატარა ბავშვი დარჩა ობლად…” – ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც ცოტახნის წინ მდინარე ენგურში იპოვეს დაღუპული(ფოტოები)
ორი პატარა ბავშვი დარჩა ობლად…” – ვინ იყო...
7-04-2021, 19:19
მსგავს შემთხვევებს წინა წლებშიც ჰქონდა ადგილი" - ტიკარაძე ენგურის ხეობის ტრაგედიაზე და კარანტინის გაუქმებაზე
მსგავს შემთხვევებს წინა წლებშიც ჰქონდა ადგილი" -...
7-04-2021, 15:25
4 ადამიანი მდინარე ენგურში დაიხრჩო..ისინი ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ
4 ადამიანი მდინარე ენგურში დაიხრჩო..ისინი...
7-04-2021, 12:12
"სუნი არ მაწუხებდა, გარდაცვლილ დედასთან როცა შევდიოდი...."-გარდაცვლილის შვილი
"სუნი არ მაწუხებდა, გარდაცვლილ დედასთან როცა...
20-12-2020, 01:02
”ნავი გადაუბრუნდათ, ერთ-ერთი იხრჩობოდა, მეორე კი მის დახმარებას ცდილობდა” – ეს ის ახალგაზრდა ბიჭები არიან, რომლებიც იორზე დაიღუპნენ…
”ნავი გადაუბრუნდათ, ერთ-ერთი იხრჩობოდა, მეორე კი...
1-03-2020, 20:23
"კორონავირუსი? თუ საჭირო იქნება საქართველოს ატომურ ბომბს...."
"კორონავირუსი? თუ საჭირო იქნება საქართველოს...
26-02-2020, 23:38
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно