წულუკიანი გახარიაზე: თუ გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია

წულუკიანი გახარიაზე: თუ გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია

პოლიტიკა
25-03-2021, 19:31



წულუკიანი გახარიაზე: თუ გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია


კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის “არც ქართული ოცნების და არც ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის”. 
როგორც წულუკიანმა რადიო იმედის ეთერში განაცხადა, მისთვის გახარიას თანამდებობიდან წასვლა გასაკვირი და დასანანი იყო, თუმცა თუ ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნდება, ის მმართველი გუნდისთვის “რეალური ოპოზიცია იქნება”. 
“გიორგი გახარია არ არის ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ეს როგორც მისთვის არის შეურაცხმყოფელი, ასევე ჩვენთვის. გახარია არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, პრემიერმინისტრი. ჩვენ ვიყავით მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული გუნდი, და ასედადაც დავრჩებით მის გარეშე. მისი წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი, ძალიან გასაკვირი და მე ეს პირადადაც ვუთხარი: “ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა”, – თქვა წულუკიანმა. 

ამასთან, წულუკიანი მიიჩნევს, რომ გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება ქართული ოცნებისთვის დამაზიანებელი არ იქნება. 
“მისი დაბრუნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის. რატომ არის ეს მისთვის კარგი, ამაზე მე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ერთ ადამიანს, კითხვის ნიშანი მაქვს. ეს კითხვა ვერ დავუსვი, რადგან არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. რატომ არის ეს მისთვის კარგი, მე არ მესმის. იმედია მან იცის რას აკეთებს. მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება – გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე, რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და მან კარგად იცის სად არის ჩემი სიძლიერე და სად არის ჩემი სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის, ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

კომენტარები
"Როდესაც გახარიას ბრიფინგი მოვისმე მე მას ვუთხარი, რომ..."-წულუკიანი
"Როდესაც გახარიას ბრიფინგი მოვისმე მე მას...
5-03-2021, 21:54
“გახარია პარტიას შექმნის და სათავეში მოვა, “ოცნება” კი ოპოზიციაში გადავა”
“გახარია პარტიას შექმნის და სათავეში მოვა,...
4-03-2021, 22:01
ექსკლუზიურად ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ტოვებს ის..
ექსკლუზიურად ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ტოვებს...
20-01-2021, 20:31
"ივანიშვილის შემდეგ დრო დადგა პოლიტიკიდან წასვლა,  ოფიციალურად ჩემს თანამდებობას ვტოვებ..."-სკანდალი რომელიც დღეს გავრცელდა
"ივანიშვილის შემდეგ დრო დადგა პოლიტიკიდან წასვლა,...
18-01-2021, 20:49
დიდი დაპირისპირება ქართულ ოცნებაში - გააგდებს თუ არა, კობახიძე-კალაძის კლანი გახარიას და რა ელოდება გომელაურს
დიდი დაპირისპირება ქართულ ოცნებაში - გააგდებს თუ...
14-01-2021, 20:13
წულუკიანი აზიარებს ფოტომონტაჟს, რომელშიც ივანიშვილი სააკაშვილს ტყიპავს
წულუკიანი აზიარებს ფოტომონტაჟს, რომელშიც...
31-10-2020, 21:43
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно