ტრაგედია ყოფილი ფეხბურთელის ოჯახში – რას ყვება შვილი კორონავირუსით გარდაცვლილ მამაზე, რომელმაც მთელი გურია აატირა

ტრაგედია ყოფილი ფეხბურთელის ოჯახში – რას ყვება შვილი კორონავირუსით გარდაცვლილ მამაზე, რომელმაც მთელი გურია აატირა

პოლიტიკა
14-03-2021, 01:14



ტრაგედია ყოფილი ფეხბურთელის ოჯახში – რას ყვება შვილი კორონავირუსით გარდაცვლილ მამაზე, რომელმაც მთელი გურია აატირა


საქართველოში კორონავირუსმა არაერთ ოჯახში ტრაგედიის კვალი დატოვა. არც გურიის სოფელი აკეთი დარჩა გამონაკლისი. რამდენიმე დღის წინ, ვირუსმა ახალგაზრდა მამაკაცის, შაკო ხუხუნაიშვილი სიცოცხლე იმსხვერპლა.
 
„იშვიათი პიროვნება იყო, მშვიდი და გაწონასწორებული, მომღიმარი. მასში ვერასოდეს იგრძნობდი იმ სიმძიმეს, ამპარტავან, დაბოღმილ ადამიანებს რომ ახასიათებს. სულნათელი, თავმდაბალი, სოფელს უპრეტენზიოდ ემსახურებოდა, უხეშობისა და განაწყენების გარეშე – ასე ახასიათებს აკეთის სკოლის პედაგოგი კორონავირუსით გარდაცვლილ ახალგაზრდას, შაკო ხუხუნაიშვილს.
 
ახალგაზრდა კაცის გადარჩენას ექიმები თვეების განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ ვერ მოხერხდა. მისი მეგობრები, ადგილობრივები და უბრალოდ ნაცნობები ყველა შეძრულია ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებით. შაკოს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. მათ მამაშვილობაზე ლეგენდები დადიოდა. ის იყო მამა, რომელმაც სტერეოტიპები დაარღვია. მისიმა გოგონებმა: ერთმა ფეხბურთი, ერთმაც რაგბი აირჩია და აქტიურად ვარჯიშობდნენ. მამა მათ ბოლომდე მხარში ედგა. გულშემატკივრობდა და მათით ამაყობდა.
 
ლანჩხუთის სარაგბო-საფეხბურთო გოგონათა ექსპერიმენტულ სკოლაში მიიყვანა. ორივე შვილმა საოცარი უნარები წარმოაჩინეს და წარმატებასაც მიაღწიეს.
 
2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქვეყნის 19-წლიანთა ნაკრებს აზერბაიჯანში ორი თამაში უნდა გაემართათ სადაც გუნდიდან ხუთი განსაკუთრებული მოთამაშე შეარჩიეს, მათ შორის დინა ხუხუნაიშვილი.
 
„მამას ბიჭი არ ყავდა და უხაროდა, რომ ასეთი აქტიურები ვიყავით. ჩვენს არჩევანს არასდროს შეწინააღმდეგებია, ყველაზე დიდი მხარდამჭერი, გულშემატკივარი და მეგობარი იყო. თამაშებზე პირადად დაგვყვებოდა. ბოლომდე ჩვენთან იყო, “ჩემი ბიჭები“ ხართო გვეუბნებოდა.
 
ჩემი უფროსი და ახლა გერმანიაშია, სამწუხაროდ მამის დაკარგვის ტრაგედია მისთვის ყველაზე მძიმეა, რადგან ჩამოსვლა ვერ მოასწრო. მამა უკანასკნელად ვერ ნახა. როცა გერმანიაში მიდიოდა, მამას გული სწყდებოდა, არ უნდოდა შვილი მისგან შორს ჰყოლოდა, მაგრამ ის იყო მამა, რომელიც პირველ ადგილას, შვილის სურვილს აყენებდა. ამიტომაც აქაც გამოიჩინა სულგრძელობა და პატივისცემა გამოიჩინა დინას არჩევანის მიმართ.
 
საკუთარ თავზე მეტად მამაჩემის მეამაყება, მეამაყება რომ მყავდა ასეთი კარგი, კეთილი, ერთგული, მშრომელი, გვერდში მდგომი მამა. არ მოიძებნება ადამიანი რომელიც მასზე ცუდს იტყვის. ხანგრძლივი ბრძოლის მიუხედავად ჩვენ მაინც დავმარცხდით. ის წავიდა და თან წაიღო ზღვა ცრემლი და დატოვა დიდი კვალი ყველას გულებში”, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ გარდაცვლილის შვილი ქრისტინე ხუხუნაიშვილი.
 
ქრისტინე ლანჩხუთის გურიის ქალთან ნაკრების ფეხბურთელი იყო. თუმცა უმაღლესი განათლებას სერიოზულად მოეკიდა და თბილისში გადმოსულმა ვეღარ შეუთავსა ფეხბურთი და სწავლა.
 
ამიტომ საფეხბურთო რიგები დატოვა. უფროსი შვილი დინა ხუხუნაიშვილი თავისუფალ უნივერსიტეტში გამორჩეული სტუდენტი იყო. მის მიღწევებზე არაერთხელ გამოაქვეყნა ინფორმაცია სასწავლებელმა საჯაროდ.
 
შაკო ხუხუნაიშვილის მეუღლე და და დისშვილი პედაგოგები არიან. ამიტომ აკეთის თემის სკოლებსაც ემსახურებოდა, როგორც მერი ჩიკვილაძე იხსენებს, ბევრი დაუვიწყარი ექსკურსია ახსოვს ჩვენს სკოლას მის მიერ მშვიდობიანად დასრულებული, ზოგიც პედაგოგი მეუღლის საპატივცემლოდ, უანგაროდ გაწეული.
 
“აკეთის თემში მისი მხიარული თავგადასავლები ლეგენდად დარჩება, მუდამ ტკბილად მოსაგონარი… ლეგენდად დარჩება მისი ჰუმანურობა და კეთილი საქმეები. რა მტკივნეულია ძვირფას ოჯახთან, ახალგაზრდა მეუღლესა და დიდებულ ქალიშვილებთან, საყვარელ დედმამიშვილებთან განშორება ასე უდროოდ…“, -ამბობს მერი ჩიკვილაძე.

კომენტარები
Დიდი ტრაგედია, 50 მეტრიდან გადავარდნილი ავტომობილი, 3 არასრუწლოვანი ბავშვები ცოტა ხნის წინ......
Დიდი ტრაგედია, 50 მეტრიდან გადავარდნილი...
10-02-2021, 17:34
მას 2 შვილი დარჩა ტრაგედია თბილისში – სამსახურიდან შინ მიმავალ ახალგაზრდა ქალს ავჭალაში მანქანა დაეჯახა.
მას 2 შვილი დარჩა ტრაგედია თბილისში –...
21-01-2021, 20:26
ტრაგედია თბილისში – სამსახურიდან შინ მიმავალ ახალგაზრდა ქალს ავჭალაში მანქანა დაეჯახა. მას 2 შვილი დარჩა
ტრაგედია თბილისში – სამსახურიდან შინ მიმავალ...
20-01-2021, 19:14
კახი კალაძის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა
კახი კალაძის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა...
20-12-2020, 17:02
საქართველოში 15-დან 20 ათასამდე კორონავირუსით გარდაცვლილ გვეყოლება... რას აცახდებს..
საქართველოში 15-დან 20 ათასამდე კორონავირუსით...
16-11-2020, 19:38
„ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა“ – კოვიდინფექციით გარდაცვლილ 32 წლის ქალზე ახალი დეტალები ვრცელდება
„ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა“ – კოვიდინფექციით...
27-10-2020, 17:38
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно