დაყადაღებული ბინა, და ბავშვები, რომლებსაც წასასვლელიც არ აქვთ, ნარკოტიკები, ემიგრაცია და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები

დაყადაღებული ბინა, და ბავშვები, რომლებსაც წასასვლელიც არ აქვთ, ნარკოტიკები, ემიგრაცია და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები

პოლიტიკა
14-02-2021, 17:30



დაყადაღებული ბინა, და ბავშვები, რომლებსაც წასასვლელიც არ აქვთ, ნარკოტიკები, ემიგრაცია და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები




„ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი“... ალბათ, ამ სიტყვების წაკითხვისას მელოდიაც ჩაგესმათ. დიახ, ამ სიმღერას ყველასთვის საყვარელი მომღერალი, ზურა დოიჯაშვილი ასრულებდა. ქართველ მაყურებელს მისი განსხვავებული ხმის ტემბრი არასდროს დაავიწყდება.
ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა წუთისოფელი 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს დატოვა... 
დღეს სწორედ მისი ცხოვრების შესახებ გიამბობთ, რაზეც ზურა ჟურნალისტებთან თავად საუბრობდა.

ახალგაზრდობა

ჩემს ახალგაზრდობაში, დარტყმაც იყო, ნარკოტიკიც და ალკოჰოლიც, მაგრამ სხვა გაგება გვქონდა. მაგალითად, ჩემს ახალგაზრდობაში დანა რომ ამომეღო ჩხუბის დროს, ეს ცუდ ტონად ითვლებოდა.
გამისინჯავს ნარკოტიკი, თუმცა არ „შევმჯდარვარ“. განა ვიღაცის მეშინოდა? უფროსების პატივისცემა მქონდა და თან, ნარკოტიკზე მეტად, ქალები და დუდუკი მომწონდა.
დამიჯერეთ, ნარკოტიკზე დიდი სიამოვნება სასმელი, დუდუკი და ქალია. ძალიან გვიყვარდა ჩვენს თაობას ფეხბურთი და ხშირად ვთამაშობდით. რაღაცნაირი, „ჟილკიანი“ თაობა ვიყავით.
ჩხუბით და მერე, ლაპარაკით გვარდებოდა გაუგებრობები. ერთმანეთის გადაკიდება არ იყო „მოსული“. ბევრი მეგობარი წამართვა ნარკოტიკმა, თუმცა, არცერთ ნარკომანს, „პრისტუპნიკს“ და ქურდს არ უნდოდა, მისი შვილი ნარკომანი, ქურდი ან „პრისტუპნიკი“ გამოსულიყო.

ისრაელში ემიგრაცია

ბოლო პერიოდში, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეექმნა და მკურნალობის კურსი ჩაიტარა. საცხოვრებელი ბინა ბანკისგან ჰქონდა დაყადაღებული და სოლიდურ თანხას თუ არ გადაიხდიდა ქუჩაში აღმოჩნდებოდა. სწორედ ამის გამო ზურამ საქართველო დატოვა და ემიგრაციაში შვილთან და მეუღლესთან ერთად ისრაელში წავიდა.
თავიდან გაუჭირდა უცხო მხარეში ადაპტირება, თუმცა მეგობრების დახმარებით, სამსახური დაიწყო და ბებიის გენეტიკის წყალობით, ისრაელის მოქალაქეობაც მიიღო.
„ჩემს ძველ უბანს, სადაც გავიზარდე და რომლის ქუჩებშიც გავლა მენატრება, ყოველ ღამე სიზმარში ვხედავ. მართალია, შორს ვარ, მაგრამ ჩემი ძველი თბილისის ქუჩებში ყოველ ღამე დავდივარ. მანდ დავიბადე, გავიზარდე, დავბერდი და ახალ გარემოში ადაპტირება, ჩემს ასაკში, რთული აღმოჩნდა. ალბათ, ახალგაზრდობაში რომ ჩამოვსულიყავი ისრაელში, უფრო გამიადვილდებოდა მორგება“,- იხსენებდა დოიჯაშვილი.

მუშაობა აეროპორტში

„მეგობარმა მუშაობა ისრაელის მთავარ აეროპორტში დამაწყებინა და პირველ სამუშაო დღესვე, ჩავიცვი თუ არა ფორმა, სელფი გადავიღე, დავდე სოციალურ ქსელში და დავაწერე: მომილოცეთ აეროპორტის დირექტორობა!
რასაკვირველია, ვიხუმრე, თუმცა, იმდენი მილოცვა მივიღე, ჩემი უფროსობა კინაღამ დავიჯერე. არადა, ტვირთის შემოწმება მევალება და არც დიდი დატვირთვა მაქვს.
ასე რომ, დიდ ავიაციაში კი წავედი, მაგრამ მაინც მრჩება სიმღერისთვის დრო. აეროპორტში კი არა, კოსმოსშიც რომ გამიშვათ, სიმღერის გარეშე ვერ გავძლებ. რთული სამუშაო არ არის, ძალიან კარგი კოლექტივია და ძალიან ბევრი ქართველი მუშაობს.
სიამოვნებით მივდივარ სამსახურში და ფორმასაც სიამოვნებით ვირგებ. აქ თუ არ იმუშავე, ისე ვერ გაძლებ, ძვირია ყველაფერი, ოჯახს კი რჩენა უნდა. სირცხვილი ისაა, უსაქმურად რომ ზიხარ კაცი, თორემ მუშაობა, სადაც არ უნდა იყო, არ არის სათაკილო.

ებრაელი ბებია

მთელი ბავშვობა ხომ გადამყვა, გამზარდა და ახლა, იმქვეყნიდანაც მშველის და მეხმარება-მეთქი. ასე რომ, ებრაული გენეტიკა და სისხლი ჩემს ძარღვებში ჩქეფს და ჩემი ისრაელის მოქალაქეობა ბებიაჩემის დამსახურებაა.
ალბათ, ახლა რომ ცოცხალი იყოს, გაუხარდებოდა ჩემი ისრაელში ყოფნა.
ებრაელები ძალიან თბილი ხალხია. მათგან სიცივე არ მიგრძვნია. კარგი სახელმწიფოც აქვთ და მუშაობაც უყვართ. ბავშვებს, მოხუცებსა და ინვალიდებს სახელმწიფო ძალიან ეხმარება.

გულის ოპერაცია და კლინიკური სიკვდილი

ოპერაციის დროს, გვირაბი არ გამივლია და არც ასტრალში გავსულვარ მაგრამ, უცნაური ის იყო, რომ საკუთარ თავს ზემოდან ვუყურებდი.

რეანიმაციაში, როცა ელექტროშოკს გულზე მადებდნენ, ზემოდან ვხედავდი ჩემს სხეულს და ტკივილს არ განვიცდიდი. უფრო სწორად, აპარატზე რომ შემაერთეს, გულის ტკივილს უნდა გაევლო 2-3 წუთში, არ გაიარა და აი, მაშინ მოხდა ის, რომ ზემოდან დავინახე ჩემი სხეული. საოცარი განცდა იყო. ასე მეგონა ფილმ „მოჩვენების“ მთავარი გმირი ვიყავი.

ოჯახი

სამი შვილი, ორი შვილიშვილი და ერთი ცოლი მყავს.
მე და ჩემი მეუღლე იმდენი წელია, ერთად ვართ, რომ აღარც კი მახსოვს, მის გარეშე როგორ ვცხოვრობდი. ქეთი ჩემი პირველი სიყვარულია. მეათე კლასში იყო, ბორჯომში რომ გავიცანი. მერე, ისე გავიდა დრო, რომ დაახლოებით 6-7 წელი არ შევხვედრივართ ერთმანეთს.

წლების შემდეგ ბედისწერამ ისევ შეგვახვედრა და ორ კვირაში ვიქორწინეთ კიდეც. მას მერე ერთად მოვდივართ.
ძალიან ტკბილად მახსენდება ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით. ცხოვრებაში ყველა ეტაპს თავისი ხიბლი აქვს.

ჩემს მეუღლეს სიმღერასთან კავშირი არ აქვს. შვილებს აქვთ სიმღერის ნიჭი, მაგრამ არ მღერიან, სხვა პროფესიები აირჩიეს. თუმცა, ამის გამო გული არ მწყდება, თვითონ უნდა დასწყდეთ გული.

საქართველოში დაბრუნების სურვილი

ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე, დაახლოებით, 9 თვე იმყოფება, უმძიმესი და უიშვიათესი დაავადებით… სამწუხაროდ, მისი ავადმყოფობა სწრაფად პროგრესირებადი იყო და ებრაელი ექიმები მისი გადარჩენის ვერანაირ იმედს ვერ ხედავდნენ.
ზურა ვიდრე კონტაქტური იყო, თავის მეუღლეს ქეთი ვადაჩკორიას გამუდმებით უმეორებდა – თბილისში წამიყვანეთო, მაგრამ იშვიათ დაავადებას როგორ გაუმკლავდებოდნენ ქართველი ექიმები, რთული საპროგნოზო იყო და ამიტომ ოჯახმა სურვილი არ შეუსრულა.

ვარსკვლავის გახსნა

2020 წლის 18 დეკემბერს მომღერლის ვარსკვლავი გაიხსნა.

კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა, სოციალურ ქსელში, დაწერა:
„მელიქიშვილის გამზირი ია, ვარდი და ბზა,
უღრმესი მადლობა ყველას თანადგომისა და ასეთი სიყვარულისთვის ვაკეთოთ სიკეთე და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
დიდი მადლობა ყველას თითოეულ ადამიანს დახმარებისა და თანადგომისთვის ჩვენ ყველა ერთად ავუსრულებთ ზურას ნატვრას“....

გარდაცვალება

ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა და 14 თებერვალს სიყვარულის დღეს გარდაიცვალა.
მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.

კომენტარები
ვერ აგისრულე, ვერ დაგაბრუნე თბილისში“ – ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა
ვერ აგისრულე, ვერ დაგაბრუნე თბილისში“ – ზურა...
14-02-2021, 10:18
ყველასთვის ცნობილი მომღერალი ცოტა ხნის წინ....
ყველასთვის ცნობილი მომღერალი ცოტა ხნის წინ.......
16-01-2021, 20:44
ეს გოგონები საქათმეში ცხოვრობენარ მოგესმათ...საქათმეში!!!  მათ ხალხისაგან შველა
ეს გოგონები საქათმეში ცხოვრობენარ...
28-10-2020, 22:09
“არსად არ გიშვებ, სანამ მე არ წავალ! შენ იქნები..” – ზურა ხაჩიძის ემოციური წერილი მეუღლეს
“არსად არ გიშვებ, სანამ მე არ წავალ! შენ...
25-10-2020, 12:54
გთხოვთ, არმინდა სიკვდილი, ქართველებო გადამარჩინეთ, რათა ჩემი ოჯახი...."ზურა დოიჯაშვილი
გთხოვთ, არმინდა სიკვდილი, ქართველებო...
14-05-2020, 21:17
ზურა დოიჯაშვილის მდგომარეობა მძიმეა და აპარატზეა შეერთებული - „ვილოცოთ მის გადასარჩენად
ზურა დოიჯაშვილის მდგომარეობა მძიმეა და აპარატზეა...
14-05-2020, 20:43
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно