ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს ციხიდან ათავისუფლებენ

ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს ციხიდან ათავისუფლებენ

კრივი
9-02-2021, 17:34



ქართველი მოკრივე, რომელიც ამჟამად სასჯელს ნიუ იურკში, ერთ-ერთ საპყრობილეში იხდის, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ჩაქუჩა“ იტყობინება, მან საპყრობილე შესაძლოა ამ თვეში დატოვოს, გათავისუფლების მაქსიმალური ვადა კი 4 თვე დაასახელა. პროფესიონალურ კრივში მსოფლიო ჩემპიონი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა ყველას გახსენებისთვის, კეთილი სურვილებისათვის, ღმერთია ჩემ გვერდით და რამდენიმე მეგობარი, ის ხალხი, ვინც დაჭერამდეც ჩემ გვერდით იყო და ისევ ის ხალხი მიდგას გვერდში.

10 წელი მაქვს მისჯილი და 5-წლიანი კონტრაქტი კიდევ მაქვს, ყოველდღე ვვარჯიშობ, ჩემი ფიქრი და მოლოდინი მალე გამოსვლაა, შეიძლება ამ თვეში გამოვიდე, მაქსიმუმ 4 თვე. საქართველოს მთავრობის იმედი არც მქონია და არც მექნება, მთელი ჩემი კარიერის მანძილზე 1 ლარითაც არ დამხმარებია, ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ბორკილები ხელებზეც მადევს და ფეხებზეც და ახლა, ამ დროს ვინაა გვერდში დამდგომი მაგათგან, მე მესმის ეს ყველაფერი.

არცერთი ამერიკელი არაა ჩემს საქმეში, რუსულ და ქართულენოვანი ხალხია ჩემ წინააღდეგ ვინც გამოდის, ამერიკაში დამიჭირეს, მაგრამ მე ამერიკაზე გული არ მწყდება, მე აქ გამოსვლის მერე ცხოვრებას ვაპირებ, საქართველოდან მოდის ის შური და ბოღმა, რაც საკუთარ თავზე გადავიტანე, კიდევ ერთხელ, ყველას ვინც გვერდში მიდგეხართ, მადლობას გიხდით და ღმერთმა ყველას მშვიდობა მოგცეთ.

როგორც WBO ვერსიით, ისე WBC ვერსიით მაქვს მოგებული დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ქამარი, მაგრამ ამ ყველაფერს არ აღიარებდნენ საქართველოში, ჩემი ბრალდების სათაური ასეთია: ავთანდილ ხურციძე, რუსი მაფიოზი, ზედმეტსახელად „კიკბოქსიორი“, რადგან კიკბოქსინგშიც მაქვს მიღწევები, მსოფლიო, ევროპისა და ევრაზიის ჩემპიონი ვარ და 3 პროფესიონალური გამარჯვება მაქვს მოპოვებული.

საოცარი ის არის, რომ პირველი ნომერი, უძლიერესი კაცი დავამარცხე, მარცხიც განვიცადე გამოუცდელ მებრძოლთან, მაგრამ აქ უკვე ჩემი სპორტული რეჟიმის დარღვევის გამო მოხდა ეს. ასეთი დასახელება იმიტომ მაქვს, რომ საქართველოს მხარეს ბოლომდე იგნორი რომ გაეკეთებინა, „კიკბოქსიორი“ მეტსახელად არავის უწოდებია, რაც თქვენს ჩამონათვალშია ეს მეტსახელები მქონდა, ახლა აქ ციხეში, ახალი ზედმეტსახელი შემარქვეს – Big Tice, ანუ დიდი ტაისონი.

საქართველოს მხარე ელემენტარული თარჯიმნითაც არ მეხმარება, უკრაინელი ქალბატონი იზაბელა მითარგმნის რუსულ ენაზე, მაგრამ ადამიანი წინ მიდის და ახლა, როგორც რუსულ ენაზე, ასევე ინგლისურ ენაზეც შემიძლია საუბარი. კიდევ ერთხელ მადლობა გამხნევებისთვის“, – წერს სპორტსმენი.


კომენტარები
სამწუხარო ინფორმაცია ცნობილი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ცოტა ხნის წინ..
სამწუხარო ინფორმაცია ცნობილი ქართველი მოკრივე...
29-12-2020, 21:23
ყველაფერი განადგურდა, აღარაფერი დამრჩა, რა მეშველება ვინ დამეხმარება ვინ მაჭმევს"
ყველაფერი განადგურდა, აღარაფერი დამრჩა, რა...
12-05-2020, 20:17
რამდნეიმე საათის უკან ყოფილი მოკრივე ავთანდილ ხურციძე  აშშ ბრუკლინის ციხეში...
რამდნეიმე საათის უკან ყოფილი მოკრივე ავთანდილ...
8-02-2020, 22:53
კატასტროფა - ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურცუძე  ცოტა ხნის წინ....
კატასტროფა - ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურცუძე ...
29-12-2019, 16:34
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно