ტრაგედია თბილისში – სამსახურიდან შინ მიმავალ ახალგაზრდა ქალს ავჭალაში მანქანა დაეჯახა. მას 2 შვილი დარჩა

ტრაგედია თბილისში – სამსახურიდან შინ მიმავალ ახალგაზრდა ქალს ავჭალაში მანქანა დაეჯახა. მას 2 შვილი დარჩა

პოლიტიკა
20-01-2021, 19:14



რაგედია თბილისში – სამსახურიდან შინ მიმავალ ახალგაზრდა ქალს ავჭალაში მანქანა დაეჯახა. მას 2 შვილი დარჩა



იმ დღესაც ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც მანამდე. სამსახურიდან ბრუნდებოდა. მერე ერთმა მოულოდნელმა და თავზარდამცემმა შეჯახებამ დრო გააჩერა, მისი სიცოცხლე შეწყვიტა, ოჯახს და ახლობლებს კი სამუდამო და მოუშუშებელი ტკივილი დაუტოვა. მზიკა ხუსკივაძე 34 წლის იყო. 25 იანვარს 35 წლის იუბილე უნდა აღენიშნა… 2 დღის წინ სამსახურიდან შინ მიმავალს ავჭალის დასახლებაში ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა


2 შვილი 17 წლის ბიჭი და 14 წლის გოგონა დარჩა. „პრაიმტაიმი“ ოჯახის ახლობელს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა გარკვეული მიზეზების გამო არ ისურვა. „მზიკა არაჩვეულებრივი შვილი დედა და მეუღლე იყო. ჩვენს მეხსიერებაში ვინც მას იცნობდა, ისევ ისეთ ხალისიანი, მომღიმარი, უბოროტო და ენერგიულ მზიკად დარჩება. ძალიან პატარა ასაკში შექმნა ოჯახი. 16 წლის იყო რომ გათხოვდა. დაუზარელი, მხიარული და შრომის მოყვარე გოგონა იყო. მასზე წარსულში საუბარი ახლაც მიჭირს. არ თაკილობდა არანაირ სამუშაოს. მთელი ცხოვრება მუშაობდა და შვილებს არაფერს აკლებდა. ბოლო 5 წელია გლდანში მუშაობდა ძიძად. იმ დღესაც სამსახურიდან მოდიოდა. უკვე საღამოს საათები იყო და სახლში მისვლას ჩქარობდა. სწორედ ამ დროს დაეჯახა ავტომობილი. ადგილზე გარდაცვლილა… საშინელება ტრიალებს ჩვენს ოჯახში. არ ვიცით მის გარეშე როგორ გაგრძელდება ცხოვრება… მისი შვილები ახლა ობლობაში გაიზრდებიან. თავადაც პატარა იყო როცა მამა გარდაეცვალა და დედამ მზიკა და მისი და გაჭირვებით გაზარდა… “ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

კომენტარები
მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა” – ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც საშინელ ავარიაში დაღუპა. უმძიმესი კადრები ადგილიდან
მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა” – ვინ...
14-11-2020, 18:20
ორ მოზარდს მანქანა დაეჯახა, 12 წლის გოგონა დაიღუპა - ავარია გურჯაანში
ორ მოზარდს მანქანა დაეჯახა, 12 წლის გოგონა...
4-11-2020, 01:55
”პატარა შვილი დარჩა, ბავშვს ხუთ დღეში დაბადების დღე აქ” – ვინ არის 24 წლის ქართველი გოგონა, რომელიც უცხო მიწაზე ტრაგიკულად დაიღუპა
”პატარა შვილი დარჩა, ბავშვს ხუთ დღეში დაბადების...
22-06-2020, 21:31
დედის თვალწინ დაეჯახა მანქანა 6 წლის გოგოს, ბავშვი ადგილზე დაიღუპა…” – დიდი ტრაგედია, რომელმაც დღეს მთელი ბათუმი შეძრა
დედის თვალწინ დაეჯახა მანქანა 6 წლის გოგოს,...
16-06-2020, 19:57
იტალიაში ქართველი დედა და 16 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
იტალიაში ქართველი დედა და 16 წლის შვილი...
13-03-2020, 19:55
ქალს, რომელიც შვილთან ერთად ზებრაზე გადადიოდა, მანქანა დაეჯახა
ქალს, რომელიც შვილთან ერთად ზებრაზე გადადიოდა,...
2-03-2020, 19:18
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно