"ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. ხალხს სიყვარული და ცხოვრება......ვუბრუნდები ჩემს 2011 წლამდე ცხოვრების წესს..."-ივანიშვილი

"ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. ხალხს სიყვარული და ცხოვრება......ვუბრუნდები ჩემს 2011 წლამდე ცხოვრების წესს..."-ივანიშვილი

პოლიტიკა
11-01-2021, 11:00



ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ტოვებს როგორც პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება 
დღეს, 11 იანვარს გამოქვეყნებულ ღია წერილში ივანიშვილმა დაწერა, რომ თავისი მისია შეასრულა. 

"დღევანდელი მმართველი გუნდისთვის უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა. ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი.
ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.

სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას". - თქვა მან. 

ფორმულა რამდენიმე დღეა, საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის დატოვებას გეგმავს. ექსკლუზიური ინფორმაციით, ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.
ამასთან, ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ქონების მნიშვნვნელოვანი ნაწილი ფონდი ქართუს ანგარიშზე გადაიტანა. ლაპარაკია მილიონობით ლარის ქონებაზე. 

კომენტარები
მადლობა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ – ახალგაზრდებს, თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება - ივანიშვილი
მადლობა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს,...
2-11-2020, 00:31
ბიძინა ივანიშვილი: დიდი მადლობა თქვენ გამჭრიახი გონებისთვის!
ბიძინა ივანიშვილი: დიდი მადლობა თქვენ გამჭრიახი...
31-10-2020, 20:38
ბერა ივანიშვილი: მამაჩემი ქართველ ხალხს დაჰპირდა, ეს პირობა შეასრულა.რომ ერთ მუშტად შეკრავდა..
ბერა ივანიშვილი: მამაჩემი ქართველ ხალხს დაჰპირდა,...
2-06-2020, 21:26
სასიხარულო ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა ბატონი ბიძინა თანახმაა...
სასიხარულო ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა...
17-02-2020, 10:55
ბერა ივანიშვილი: მამაჩემი ქართველ ხალხს დაჰპირდა, რომ ერთ მუშტად შეკრავდა და ეს პირობა შეასრულა
ბერა ივანიშვილი: მამაჩემი ქართველ ხალხს დაჰპირდა,...
8-02-2020, 16:56
ბიძინა ივანიშვილმა ანიტას ოჯახს დახმარებაზე უარი.....
ბიძინა ივანიშვილმა ანიტას ოჯახს დახმარებაზე...
10-12-2019, 22:26
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно