ერთ ერთი გამოჩენილი პიროვნება, უკვე 1 თვეა არ გამოჩენილა

ერთ ერთი გამოჩენილი პიროვნება, უკვე 1 თვეა არ გამოჩენილა

პოლიტიკა
3-01-2021, 21:07



ერთ ერთი გამოჩენილი პიროვნება, უკვე 1 თვეა არ გამოჩენილა


ძირითადად, ღამის საათებში ტელეფონზე საუბრობენ. ენატრება ოჯახის წევრები, მაგრამ მათ მარინა ეზუგბაია დისტანცირებით იცავს და თითქმის, არ ხვდება.
 


ეზუგბაიების ოჯახში პირადი ურთიერთობები ვირტუალურმა კავშირმა შეცვალა, ექიმები მოგვიწოდებენ, რომ თავშეყრისგან თავი შევიკავოთ, სწორედ ასე იქცევა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინფექციონისტი.
 
ძმისშვილებთან კავშირის მინიმუმამდე დაყვანით იცავს მათ უხილავი მტრისგან.
 
ამაზე და კიდევ სხვა დეტალებზე „პრაიმტაიმი“ მოუცლელი ექიმის, მარინა ეზუგბაიას ძმიშვილს მარიამ ეზუგბაიას ესაუბრა:
 
ბოლო რამდენიმე თვეა 24 საათში 2 საათი სძინავს, დანარჩენი 22 საათი ბრძოლის წინა ხაზზეა. უკვირთ, ამდენი ენერგია და ძალა საიდან აქვსო, მაგრამ არ ნებდება.
 
საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ამ დრომდე, ბრძოლის წინა ხაზზეა და ის კოლეგებთან ერთად იბრძვის.
 
როგორია მარიან ეზუგბაია კოვიდ პანდემიის მიღმა, რთული გამოსაცნობი არ არის. ექიმის პირადი ცხოვრება რამდენიმე თვის წინ, სწორედ „პრაიმტაიმმა“ გაგაცნოთ.
 
რა შეიცვალა მის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რიცხი ყოველ დღე რამდენიმე ათას აღწევს, როგორია მისი ერთი სამუშაო?! ამ და კიდევ სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად მას დავუკავშირდით, თუმცა იმის გამო, რომ მთელი დღე პაციენტებთან ატარებს, მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეუძლებელი აღმოჩნდა…
 
წამყვანი ექიმის დღისწესრიგზე, პროფესიულ საქმიანობასა და ადამიანურ სენტიმენტებზე სწორედ ამიტომ მამიდას ნაცვლად, ძმისშვილს, მარიამს ვესაუბრეთ, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს შიდსის ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგი გახლავთ.
 

მიკრძალავს, რომ ვნახო, ამით გვიცავს

 
„მარინას დღე როდის მთავრდება და იწყება ამის თქმა ძალიან რთულია, რადგან 24 საათიან რეჟიმში არის ჩართული კოვიდპანდემიასთან. პრაქტიკულად, ჩვენც ვეღარ ვხედავ. ერთმანეთთან ფიზიკური კომუნიკაცია აღარ გვაქვს.
 
პანდემიიდან გამომდინარე, ვცდილობთ ყველა ერთმანეთს ავერიდოთ. მისი დღე და ღამე არ მთავრდება, სულ სამსახურშია და სულ საქმეშია. 24 საათში შეიძლება 1-2 საათი ეძინოს. უკვე 11 თვეა ამ რეჟიმშია.

გარდა იმისა, რომ დღის განმავლობაში პაციენტებთან ატარებს, პარალელურად დილის 8 საათიდან იწყება მასთან და ჩემთან ზარები. რეკავენ ახლობლები, ნათესავები, უცნობები. გვისვამენ უამრავ კითხვას, მეც და მარინაც ვცდილობთ სწორი მიმართულება მაინც მივცეთ ტელეფონით.
 
პატარა სამეგობრო და სანაცნობო წრე არც მე მყავს და არც მას.  ზუსტად ვერ გეტყვით, დღის განმავლობაში რა რაოდენობის ზარებს ვპასუხობთ.  მოდის უამრავი კითხვები მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით.
 
არ აქვს მნიშვნელობა პაციენტი ნაცნობია თუ უცნობი, ყველას სწორად და დიდი სიყვარულით აკვალიანებს. სამწუხარო ისაა, რომ ფიზიკურად ადამიანებს აღარ ვყოფნით.
 
ამ დამღლელ რუტინასთან ერთად იმდენი პოზიტივი მოდის პაციენტებისგან, რომ ყველაფერს გავიწყებს და ახალ ძალას გვმატებს.
 
სწორედ ამ რეჟიმის გამო, უკვე ძალიან დიდი ხანია არ მინახავს მამიდაჩემი. ბოლოს თუ სწორად მახსოვს 3 კვირის წინ ვნახე, სახლში პროდუქტები ავუტანე და ეგ იყო.
 
მიუხედავად იმისა, რომ ერთ დაწესებულებაში ვმუშაობთ, სხვადასხვა სახლში ვცხოვრობთ, თუმცა ერთ უბანში, კატეგორიულად მიკრძალავს მასთან მისვლას.“
 

თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობას ძალიან განიცდის

 
„როგორც თითოეულ პაციენტზე, ბატონ თენგიზ ცერცვაძეზეც ძალიან ნერვიულობს. მოგეხსენებათ, მასზეა დამოკიდებული მთელი საქართველო, ასე ვფიქრობ მე, მარინაც და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი.
 
მათ სხვანაირი სიყვარული და ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ბატონ თენგიზს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვს და კოვიდი სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. ღმერთის წყალობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
 
ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმები ალექსანდრე გოგინავა, მარინა ენდელაძე და მამიდა არიან ჩართულები მის მკურნალობის პროცესში. ყველანი ცდილობენ რომ ბატონი თენგიზი მალე გამოჯანმრთელდეს.“
 

გული სწყდება ნეგატიურ გამოხმაურებებზე…

 
„პანდემიის პირველივე დღიდანვე ეს ადამიანები ბრძოლის წინა ხაზზე არიან. ყველას გვიკვირს ამ ადამიანებს საიდან აქვთ ამდენი ძალა და როგორ დგანან ფეხზე.
 
ან როგორ შეუძლიათ ასეთ რეჟიმში მუშაობა. ეს არ არის მარტივი. ყველანაირი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით რომ ეს ადამიანები არიან გმირები, რომლებსაც მოფრთხილება სჭირდებათ. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ ადამიანებს ნეგატიურ ჭრილშიც მოიხსენიებენ.
 
მარინას გული სწყდება ნეგატიურ გამოხმაურებებზე, თუმცა ამ ყველაფერს არ გამოხატავს. ის ძალინ ძლიერი პიროვნებაა და არასოდეს მაგრძნობინებს იმას, რომ რაღაცას განიცდის ან სწყინს…
 
მას არც დრო აქვს, რომ სოციალურ ქსელში შეიხედოს ან ტელევიზორს უყუროს.  წარმოდგენა არ აქვს სამსახურის იქით რა ხდება ქვეყანაზე. თუმცა ვცდილობთ, რომ ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდოთ.

თითქმის ერთი წელია რაც პირადი ცხოვრება აღარ აქვს, ვეღარც მეგობრებს ნახულობს და ვეღარც ნათესავებს. დილა იწყება და ღამდება კოვიდით. ღმერთმა ძალა და გამძლეობა მისცეს, რომ ბოლომდე ასეთი შემართებით გაუძღვეს ყველაფერს.
 
ოჯახის წევრების მხრიდან რა თქმა უნდა, არის შიში, რომ ისიც არ დაინფიცირდეს. ყველანაირად ცდილობს ვირუსისგან თავის დაცვას, სწორედ ამის გამო გვიკრძალავს მის ნახვას.
 
ჩემი შვილი ყოველ დღე თუ არა დღეგამოშვებით მაინც ურეკავს და ეუბნება, რომ ძალიან ენატრება. მარინასაც ძალიან ვენატრებით ყველა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს, ასე გვიცავს ვირუსისგან.
 
ერთმანეთს ძირითათად, ღამის 11 საათის შემდეგ ვესაუბრებით ტელეფონით. გამოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთის ამბებს, როგორ ჩაიარა დღემ, ვჭამე თუ არა და ა.შ. მისგან ყოველთვის ერთი პასუხი მესმის, კარგად ვარ, არ ინერვიულოთ.
 
ვცდილობთ ხოლმე კოვიდის გარდა, სხვა თემაზეც ვისაუბროთ, მაგრამ არ გამოგვდის, ისევ კოვიდთან მივდივართ. დარდობს და განიცდის თითოეულ გარდაცვლილ პაციენტზე… ეს მათთვის დიდი დარტყმაა.“


კომენტარები
ახალი კლასტერი თბილისში – ინფიცირებულები ფართომასშტაბიან ქორწილში იმყოფებოდნენ
ახალი კლასტერი თბილისში – ინფიცირებულები...
8-09-2020, 12:39
ნახეთ რა აჩუქა მარინა ეზუგბაიას 9 ცხრა წლის გოგონამ, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა (ფოტო)
ნახეთ რა აჩუქა მარინა ეზუგბაიას 9 ცხრა წლის...
14-05-2020, 20:52
"კორინავირუსისგან არავინ არ ავადდება და არც არაფერი ემატება, ეს ტყუილია?"-მარინა ეზუგბაია
"კორინავირუსისგან არავინ არ ავადდება და არც...
1-05-2020, 21:44
“ათეულობით კარგ და საუკეთესო ექიმს ვიცნობ, ეს ცანცარა, გამომრევლებულ-გამოქოცებული ეზუგბაია არსად არ შემხვედრია, ვინ დააბრალა რომ კარგი ექიმია?”
“ათეულობით კარგ და საუკეთესო ექიმს ვიცნობ, ეს...
25-04-2020, 15:14
ძალიან მაგარი ამბავი რომელიც ამ წუთას გავრცელდა.
ძალიან მაგარი ამბავი რომელიც ამ წუთას გავრცელდა....
8-04-2020, 21:26
ეს გოგონა ის ქართველი ექიმია, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს უმკურნალა. პაციენტი გამოჯანმრთელდა
ეს გოგონა ის ქართველი ექიმია, რომელმაც...
24-03-2020, 19:46
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно