გმირი, რომელიც ორსულის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის...

გმირი, რომელიც ორსულის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის...

პოლიტიკა
6-12-2020, 11:32



საქვეყნოდაა ცნობილი, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს პაციენტებთან განსაკუთრებული მიდგომა აქვს. სწორედ ამას ადასტურებს კიდევ ერთი ამბავი, რასაც მადლიერი მოქალაქე სოციალურ ქსელში ლევან რატიანზე წერს. ის ჰყვება, როგორ დაეხმარა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ორსულს და მის გადასარჩენად ამ წუთებშიც იბრძვის.
“ახლა არ ვიცი, რას ვგრძნობ… ეს ბიჭი არის ზეადამიანი… ვერც წარმოვიდგენდი, ჟამიანობასთან დაძაბულ ბრძოლაში ჩაბმული პერიფერიიდან, ცაგერიდან შესული ზარის საპასუხოდ მოიცლიდა. როცა ვუთხარი ქუთაისში მყოფი ორსულის მდგომარეობა იყო მძიმე და მასთან გადაყვანა იყო აუცილებელი, არც მეტი არც ნაკლები, ვტირიო, მიპასუხა. სასწრაფოდ გადმოიყვანონ, ველოდებიო. გაიწელა გზაც, დროც…

ტელეფონით რამდენჯერმე ისევ გახდა აუცილებელი მასთან დაკავშირება და იმწამიერმა პასუხებმა, სიტყვებს ვერ ვძებნი, რა მაგრძნობინა… გაკვირვებული ვარ რამხელა სიკეთე დევს ამ ადამიანში.
ამ წამს ორსული გოგონა ლევან ექიმთან ჰყავთ. ეს ბიჭი,ზეადამიანი სულით ხორცამდე ექიმია… გმირია, გმირი.

მეც ვტირი ახლა… ეს ღამე მე ლოცვა-ვედრებაში დამათენდება…
თქვენ კი, ლევან ექიმო ამ გოგოს და კიდევ ბევრის სიცოცხლისათვის იბრძოლებთ!.. და უფლის ნებით, სიცოცხლისათვის გამარჯვებით შემოგათენდებათ! ვიცი, მჯერა, რომ უშველით!.. მჯერა, რომ კიდევ ერთ სიცოცხლეს გადაარჩენთ! სხვანაირად არ იქნება!!!! თქვენ გმირი ხართ! სიცოცხლის გადარჩენა ხომ ყველაზე დიდი გმირობაა ქვეყანაზე!.. მიყვარხართ, მეიმედებით,ზეადამიანო!” - წერს ბელა საღინაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს........"-რატიანი
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სასწრაფოდ უნდა...
17-11-2020, 17:49
არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, კლინიკაში რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ – ლევან რატიანი
არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, კლინიკაში რომ...
10-11-2020, 21:50
მესამე სტადიის სიმსივნე დამიდგინეს ცხოვრება თავზე დამენგრა, ერთ დღეს ექიმთან გიჟივით შევარდი და ვუთხარი, თუ საჭირო გახდა კიდურებიც მომაჭერი ჩემ შვილს დედა სჭირდება თქო, ექიმმა კი იცით რა გააკეთა ამ დროს?
მესამე სტადიის სიმსივნე დამიდგინეს ცხოვრება თავზე...
25-09-2020, 20:11
ის მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა და გარდაიცვალა. "განადგურებულები ვართ" - ტრაგედია სოფო ბედიას და მიშა მესხის ოჯახში
ის მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა და...
2-07-2020, 19:05
"ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი" - თემურ ქეცბაია შოკირებულია
"ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი" - თემურ ქეცბაია...
27-03-2020, 22:27
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно