ბიძინა ივანიშვილი: დიდი მადლობა თქვენ გამჭრიახი გონებისთვის!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი მადლობა თქვენ გამჭრიახი გონებისთვის!

პოლიტიკა
31-10-2020, 20:38



პარტია „ქართული ოცნების“ საპარალმამეტო არჩევნებში გამარჯვების აღსანიშავ ღოსნისძიებაზე პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მიმართა:
„მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩევლებს, მადლობა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ – ახალგაზრდებს, თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას – ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ დღეს გააკეთა ღირსეული არჩევანი და მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.
„რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს.
ამიტომ დიდი მადლობა თქვენ გამჭრიახი გონებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს, მთელ გუნდს. გარწმუნებთ, რომ საქართველომ დღეს გააკეთა ღირსეული არჩევანი. გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია. არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა დღეს მხარი.
ლიდერების ნაწილი აქ არის, ნაწილი ადგილებზეა და უყურებს პროცესებს. კიდევ ერთხელ გაძლევთ პირობას, რომ დარჩება ისევ სახალხო და დარჩება ხალხის სამსახურში. მადლობა, თქვენ მადლობა ამომრჩეველს. მომავალ ჩვენს გამარჯვებებს გაუმარჯოს, გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები
ბიძინა წმინდანია და მას ძეგლი უნდა დაუდგათ მასზე ვლოცულობთ, თქვენ კი მოღალატეები და ფულის მათხოვრები ხართ ყველა, სიკვდილი....."
ბიძინა წმინდანია და მას ძეგლი უნდა დაუდგათ მასზე...
28-05-2020, 22:24
ბიძინა ივანიშვილი: ბოდიშს ვუხდი ყველა ქართველს მე ვერ შევასრულე ის რაც...
ბიძინა ივანიშვილი: ბოდიშს ვუხდი ყველა ქართველს მე...
24-02-2020, 19:22
სასიხარულო ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა ბატონი ბიძინა თანახმაა...
სასიხარულო ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა...
17-02-2020, 10:55
მარინა ჭელიძე:"ბიძინაზე ვლოცულობთ, თქვენ კი მოღალატეები და ფულის მათხოვრები ხართ ყველა, სიკვდილი....."
მარინა ჭელიძე:"ბიძინაზე ვლოცულობთ, თქვენ კი...
16-12-2019, 00:19
მარინა ჭელიძე:"ბიძინაზე ვლოცულობთ, თქვენ კი მოღალატეები და ფულის მათხოვრები ხართ ყველა, სიკვდილი....."
მარინა ჭელიძე:"ბიძინაზე ვლოცულობთ, თქვენ კი...
15-12-2019, 17:36
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно