თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია – შსს-ს განცხადება ზუგდიდში ბანკის ყაჩაღობის ფაქტზე

თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია – შსს-ს განცხადება ზუგდიდში ბანკის ყაჩაღობის ფაქტზე

პოლიტიკა
25-10-2020, 15:25



შსს ამ წუთებში განცხადებას ავრცელებს, 

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

კომენტარები
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირებმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირებმა ბენზინგასამართი...
23-10-2020, 17:01
საკარანტინო სივრცეში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა
საკარანტინო სივრცეში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა...
26-09-2020, 16:59
12 დაღუპული - ავტოკატასტროფა შატილის გზაზე
12 დაღუპული - ავტოკატასტროფა შატილის გზაზე...
23-08-2020, 21:23
მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც ქორწინების მიზნით არასრულწლოვანი გოგო მოიტაცა
მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც ქორწინების...
15-02-2020, 18:51
შიდა ქართლში ბიჭმა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა - დამნაშავე დაკავებულია
შიდა ქართლში ბიჭმა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების...
17-01-2020, 14:49
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно