საკარანტინო სივრცეში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა

საკარანტინო სივრცეში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა

პოლიტიკა
26-09-2020, 16:59



საკარანტინო სივრცეში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით იგი ცოტა ხნის წინ საფრანგეთიდან ჩამოვიდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიისგამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი.

 

გარდაცვლილი გადასვენებულიაექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით გრძელდება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.


კომენტარები
12 დაღუპული - ავტოკატასტროფა შატილის გზაზე
12 დაღუპული - ავტოკატასტროფა შატილის გზაზე...
23-08-2020, 21:23
მოქმედმა პოლიციელმა ზაზა ალავერდაშვლმა 34 წის ქალი გაუპატიურა..
მოქმედმა პოლიციელმა ზაზა ალავერდაშვლმა 34 წის...
22-07-2020, 18:41
ქუთაისში ავტობუსში მგზავრმა მძღოლი მოკლა
ქუთაისში ავტობუსში მგზავრმა მძღოლი მოკლა...
21-03-2020, 20:03
მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც ქორწინების მიზნით არასრულწლოვანი გოგო მოიტაცა
მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც ქორწინების...
15-02-2020, 18:51
შიდა ქართლში ბიჭმა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა - დამნაშავე დაკავებულია
შიდა ქართლში ბიჭმა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების...
17-01-2020, 14:49
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно