12 დაღუპული - ავტოკატასტროფა შატილის გზაზე

12 დაღუპული - ავტოკატასტროფა შატილის გზაზე

პოლიტიკა
23-08-2020, 21:23



დუშეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. დაღუპულია 12 და დაშავებულია სამი ადამიანი.

უწყების ინფორმაციით, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტეროტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.


კომენტარები
“გიო, ჩემო სიცოცხლე რა მეშველება, უშენოდ როგორ უნდა ვიცოცხლო…” – 19 წლის ფეხბურთელის დის სულიშემძვრელი წერილი
“გიო, ჩემო სიცოცხლე რა მეშველება, უშენოდ როგორ...
4-07-2020, 22:23
ახმეტაში 12 წლის ბავშვს ავტომანქანა შეეჯახა - არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა
ახმეტაში 12 წლის ბავშვს ავტომანქანა შეეჯახა -...
15-06-2020, 18:20
მღვდელმსახური შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა;
მღვდელმსახური შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის...
27-04-2020, 19:21
ქალს, რომელიც შვილთან ერთად ზებრაზე გადადიოდა, მანქანა დაეჯახა
ქალს, რომელიც შვილთან ერთად ზებრაზე გადადიოდა,...
2-03-2020, 19:18
მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც ქორწინების მიზნით არასრულწლოვანი გოგო მოიტაცა
მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც ქორწინების...
15-02-2020, 18:51
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно