"რენი" ამ ზაფხულს კამავინგას გაყიდვას არ აპირებს

"რენი" ამ ზაფხულს კამავინგას გაყიდვას არ აპირებს

ახალი ამბები / ფეხბურთი
2-08-2020, 15:29

"რენის" პრეზიდენტმა ნიკოლა ჰოლვეკმა გასაგებად აღნიშნა, რომ ედუარდო კამავინგა ამ ზაფხულს გუნდს არ დატოვებს. მათ შორის, კორონავირუსის გამო გამოწვეული კრიზისის ფონზე...

ჰოლვეკი ახალგაზრდა ნახევარმცველის "რეალში", "ბაიერნში" ან "პსჟ"-ში შესაძლო გადაბარგებას გამოეხმაურა. მისი აზრით, ამ ზაფხულს არცერთი გრანდი დიდძალი თანხის დახარჯვას არ აპირებს.

"სიმართლე გითხრათ, "ბაიერნთან" დაკავშირებით კონკრეტული არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებით ილუზიების შექმნა არ ღირს. რაც უფრო დიდია კლუბი, მით უფრო მეტად განიცდის კრიზისს. ამიტომ, ამ ზაფხულს დიდ ტრანსფერებს არ ელოდოთ. თუ გაგვიმართლებს და ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ მოვხვდებით, ეს ბაზარზე ჩვენს პოზიციებს განამტკიცებს. თუ არა, მაშინ ფეხბურთელები არსად წავლენ".

რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ "რეალი" 17 წლის კამავინგაში 70 მლნ. ევროს გადახდას არ აპირებს. კლუბში ნორმალურ საფეხბურთო ცხოვრებასთან დაბრუნებას ელოდებიან. ამავე მიზეზით, "ბაიერნი" ამ ზაფხულს "სამეფო კლუბის" კონკურენტი არ იქნება.
კომენტარები
რეალი" ამ ზაფხულს კამავინგას არ შეიძენს
რეალი" ამ ზაფხულს კამავინგას არ შეიძენს...
28-07-2020, 12:12
ზიდანი:"შევცდი, როდესაც რეალში.."
ზიდანი:"შევცდი, როდესაც რეალში.."...
3-01-2020, 00:02
"პერეს არავინ უსმენს, პოგბა არ იყიდება"
"პერეს არავინ უსმენს, პოგბა არ იყიდება"...
22-09-2019, 10:53
რეალი რენის ვარსკვლავ ბიჭუნას აკვირდება
რეალი რენის ვარსკვლავ ბიჭუნას აკვირდება...
22-09-2019, 08:58
ოფიციალურად მარსელოსთან დაკავშირებით ყველაფერი გადაწყდა
ოფიციალურად მარსელოსთან დაკავშირებით ყველაფერი...
2-07-2019, 23:42
გერმანელი ფეხბურთელი ბაიერნზე გაბრაზებულია
გერმანელი ფეხბურთელი ბაიერნზე გაბრაზებულია...
14-06-2019, 21:55
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно