შსს-ში შეხვედრა დასრულდა -  ბაჩალიაშვილის საქმეში აქამდე უცნობი კამერების ჩანაწერები ჩნდება

შსს-ში შეხვედრა დასრულდა - ბაჩალიაშვილის საქმეში აქამდე უცნობი კამერების ჩანაწერები ჩნდება

პოლიტიკა
2-08-2020, 15:15

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების შეხვედრა შსს-ში გამომძიებლებთან, დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალიტებს უთხრა, გამოძიება კამერების ახალი ჩანაწერების ამოღებას გეგმავს, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო:

"დამატებითი კამერები აღმოჩნდა, რომლებიც არ უნახავთ და დღეს აპირებენ ნახვას. თეთრიწყაროს რაიონში, საკალმახე ადმირალთანუნდა დათვალიერდეს" - ამბობს თეონა თამაზავილი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 23 წლის პროგრამისტმა მაღალჩინოსნების საიდუმლო ფაილები გახსნა, როგორც ირკვევა გამოძიება ამ ეტაპზე ამ ვერსიაზე არ მუშაობს და ძირითადად ბაჩალიაშვილის სამსახურის ნაწილზეა ორიენტირებული.

ბაჩალიაშვილებია ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ჯერ ისევ საქმის მასალებს ეცნობა, რომელიც მას ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციისგან 30 ივლისს გადაეცა. რამიშვილის თქმით, გამომძიებლები საქმის მოცულობიდან გამომდინარე, კიდევ დამატებით დროს ითხოვენ.

"არ არის გამორიცხული მისი პროფესიიდან გამომდინარე ფაილებზე წვდომა ჰქონოდა... საქმის მასალების გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობა რომ დავაყენე, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რადგან დღესაც ყუთში დევს" - ამბობს მიხეილ რამიშვილი

მომდევნო შეხვედრა შსს-ში ოთხშაბათს შედგება, იქამდე კი გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული გოგონას დედა პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს.  გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარებსმ რასაც ოჯახი კატეგორტიულად არ ეთანხმება.

კომენტარები
ბაჩალიაშვილის სახლიდან გამოსვლისას შავი მაისური ეცვა, გარდაცვლილი კი თეთრ მაისურში იპოვეს - საქმის ახალი დეტალები
ბაჩალიაშვილის სახლიდან გამოსვლისას შავი მაისური...
31-07-2020, 23:31
ვეკითხებოდი თამარ, რა დაგემართა, მამა ვარ შვილო, თქვი შეიძლება დაგეხმარო“ – ბაჩალიაშვილის მამა
ვეკითხებოდი თამარ, რა დაგემართა, მამა ვარ შვილო,...
27-07-2020, 15:13
თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო გზა - ვინ დაიბარა პროგრამისტი შეხვედრაზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო გზა - ვინ დაიბარა...
25-07-2020, 22:41
ამ წუთებში ცნობილი ხდება რა იყო თამარ ბაჩალიაშვილის მეორე სამსახური
ამ წუთებში ცნობილი ხდება რა იყო თამარ...
22-07-2020, 21:53
შაქარაშვილის საქმე ჩიხში შედის, პროკურატურას მტკიცებულებები არ ყოფნის და სასამართლოს..
შაქარაშვილის საქმე ჩიხში შედის, პროკურატურას...
20-07-2020, 22:16
სკანდალური ინფორმაცია - გიორგის საქმის გამოძიება......არ სურთ?
სკანდალური ინფორმაცია - გიორგის საქმის...
25-06-2020, 21:41
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно