[ინტერვიუ] გუნდი, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც არჩილ არველაძეა, თურქულ სუპერლიგაში აღზევდა!

[ინტერვიუ] გუნდი, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც არჩილ არველაძეა, თურქულ სუპერლიგაში აღზევდა!

ახალი ამბები / საქართველო / ფეხბურთი
1-08-2020, 09:48
ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ამბავი თურქეთიდან. იქაური „ქარაგუმრუკი“ თურქულ სუპერლიგაში აღზევდა.

კლუბს ომარ ერდოღანი წვრთნის, პრეზიდენტი კი სულეიმან ჰურმაა. ამ კლუბში თამაშობს სლოვაკი ერიკ საბო, ვინც თავის დროზე ახლოს იყო თბილისის „დინამოში“ ჩარიცხვასთან.


მთავარი მოულოდნელობა წინ გვაქვს - კლუბის ვიცე - პრეზიდენტი ჩვენებური არჩილ არველაძეა. მან სოციალურ ქსელში ეს წარმატება მიულოცა.

„ქარაგუმრუქი სუპერლიგაში გადავიდა.. დაუჯერებელია, ძალიან ამაყი ვარ ყველა ადამიანით, ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო. პირადად, ბედნიერი ვარ ჩემი მეგობრების, პარტნიორების, მთავარი მწვრთნელის და ფეხბურთელების გამო. ამ ფეხბურთელებმა შექმნეს ისტორია. გუნდის გულშემატკივრები მეტს იმსახურებდნენ და მადლობა მათ. კლუბის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძე," - დაწერა ტყუპისცალმა.

რა თქმა უნდა, „ლელო“ არჩილ არველაძეს დაუკავშირდა...

- ნამდვილად არ ვიცოდით, თუ უმაღლეს ლიგაში აღზევებული „ქარაგუმრუქის“ ვიცე - პრეზიდენტი იყავით...

- კი, ასეა. შარშან ეს გუნდი ჩვენმა მეგობარმა სულეიმან ჰურმამ შეიძინა. ამ ამბავში ჩვენც ჩავერთეთ. მარტო ჰურმასი არ არის ეს კლუბი.
- ცხადია, თურქულ სუპერლიგაში აღზევება გუნდისათვის დიდი წარნატებაა...

- ნამდვილად ასეა. ათწლეულებია, დაახლოებით 40 წელი, რაც გუნდს თურქულ სუპერლიგაში არ უთამაშია. წინა სეზონში მესამე ლიგაში იყო. გადმოვიდა მეორე ლიგაში და ახლა სუპერლიგაში ითამაშებს.
- „ქარაგუმრუქი“ რომელ ქალაქს წარმოადგენს?

- სტამბოლის ერთ-ერთი უბანია. რაც შეეხება სახელწოდებას, „შავ საზღვარს“ ნიშნავს...
- ცხადია, მომავალ სეზონში მიზნად სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება გექნებათ...
- ასეა. „ქარაგუმრუქი“ ტრადიციული გუნდია, თავის დროზე ევროთასებზეც უთამაშია, მაგრამ, როგორც გითხარით, წლებია, უძლიერესთა შორის არ უთამაშია.

- ქართველი ფეხბურთელების გამოჩენას ხომ არ უნდა ველოდოთ გუნდში?

- ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ორი დღეც არაა, რაც გადაწყდა, რომ უძლიერესთა შორის ვითამაშებთ.
- ხომ არაა ცნობილი, როდის განახლდება თურქეთის ჩემპიონატი?
- როგორც იცით, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ლიგიდან არცეღთი გუნდი გავარდა. მალე გაირკვევა ახალი სეზონის დაწყების თარიღი.


წყარო:lelo.ge
კომენტარები
ვინ არის გიორგი ჩაკვეტაძე?
ვინ არის გიორგი ჩაკვეტაძე?...
29-04-2020, 13:44
არჩილ თალაკვაძე:"სააკაშვილმა მილიონები მოპარა ქართველ ხალხს და ციხეში უნდა იჯდეს ეს მოღალატა......უკრაინა"
არჩილ თალაკვაძე:"სააკაშვილმა მილიონები მოპარა...
25-04-2020, 21:58
“გაიძვერები ხართ… ვინც ადრე 200 კვ-ზე მეტს მოიხმარდა და იხდიდა ახლა უსახსროდაა, სახლში ვართ მთელი ოჯახი, ბევრად მეტი გვჭირდება” – არჩილ გამზარდია
“გაიძვერები ხართ… ვინც ადრე 200 კვ-ზე მეტს...
2-04-2020, 21:26
მონაკოს ვიცე-პრეზიდენტი: "მბაპე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს"
მონაკოს ვიცე-პრეზიდენტი: "მბაპე კარიერას...
29-11-2019, 11:58
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი: ნეიმარის..
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი: ნეიმარის.....
5-08-2019, 16:31
ბართომეუ ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტიც იქნება
ბართომეუ ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტიც იქნება...
4-07-2019, 23:52
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно