ლებრონმა დამარხა კლიპერსი

ლებრონმა დამარხა კლიპერსი

ახალი ამბები / კალათბურთი
1-08-2020, 00:25
ლეიკერსმა გაძლო. 103:101 კლიპერსთან. ფავორიტებს აკლდა სისწრაფე. ფავორიტებს აკლდა სიზუსტე. ფავორიტებმა ბევრი ფოლით დახურეს ეს ჩეხვა და მაინც, ამ გარჩევამ წამოიღო.

ლებრონ ჯეიმსმა ცუდად ისროლა თამაშიდან. 19/6. ლებრონმა დაუშვა 5 შეცდომა. და, ბოლო წუთზე, როდესაც კლიპერსი მოგებაზე დაიძრა, ჯეიმსმა (16 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი) აჩეხა მოწინააღმდეგე.

ძირითადის დახურვამდე 110 წამით ადრე პოლ ჯორჯმა (30 ქულა) გლიჯა სამიანი და ლეიკერსი მხოლოდ 1 ქულას იგებდა (99:98). ლებრონმა პოლს აგრესიული შესვლით უპასუხა. +3 ლეიკერსს. ჯორჯმა კიდევ ერთი სამიანი გადაამტვრია თავზე ჯეკ ნიკოლსონის გუნდს.
ძირითადის დასრულებამდე რჩება თითქმის არაფერი.

ბურთი აქვს ლებრონს.
ჯეიმსი შედის სამწამიანში, სადაც კლიპერსის 4 ბულდოგი მას ხელს უშლის. ლებრონმა ვერ ჩააგდო, მაგრამ 4 (!) კაცს მოუხსნა ბურთი და მაინც აიღო 2 ქულა. ეს იყო საუკეთესო, მოტივირებული ჯეიმსი.
კლიპერსის ბოლო შეტევის დროს ლებრონმა არ ასროლინა კავაი ლეონარდს (28 ქულა), ბურთი დაირტყა ჯორჯმა და ბოლო შანსი ვერ გამოიყენა. ლეიკერსმა გაძლო.

ეს არ იყო საუკეთესო ლეიკერსი. და, ეს არ იყო უძლიერესი კლიპერსი, რომელსაც ლუ უილიამსი და მონტრეზლ ჰარელი აკლდა. და, კლიპერსი მოუმატებს.

ჰარელის გარეშე, დომინირებდა ენტონი დევისი (34), რომელიც იყო ყველაფერი.
ლეიკერსმა პირველ მეოთხედში 13 ქულა წაიყვანა. კლიპერსმა 26:5 გაქცევა ხია და წინ გავიდა. ლეიკერსმა ამას 36:14 უპასუხა და დაიბრუნა ლიდერობა.

ჩემპიონობის ორი ფავორიტი მოუმატებს.

პირველი სისხლი ლებრონმა აიღო.

კომენტარები
ლებრონ ჯეიმსი: ის ჩემთვის შავი იესო ქრისტე იყო
ლებრონ ჯეიმსი: ის ჩემთვის შავი იესო ქრისტე იყო...
20-05-2020, 13:48
ლეიკერსმა ფინიქსს 25 ქულით მოუგო
ლეიკერსმა ფინიქსს 25 ქულით მოუგო...
11-02-2020, 11:37
ჯეიმსი და ანტეტოკუმპო - NBA-ის თვის საუკეთესო მოთამაშეები
ჯეიმსი და ანტეტოკუმპო - NBA-ის თვის საუკეთესო...
5-02-2020, 17:14
ლებრონმა კობი ბრაიანტის საპატივცემულოდ ახალი ტატუ დაიხატა
ლებრონმა კობი ბრაიანტის საპატივცემულოდ ახალი ტატუ...
1-02-2020, 12:35
კავაის 43 ქულა - კლიპერსმა შინ კლივლენდი გაანადგურა
კავაის 43 ქულა - კლიპერსმა შინ კლივლენდი...
15-01-2020, 12:43
ლებრონის მანქანები
ლებრონის მანქანები...
17-10-2019, 09:34
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно