საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება – მთავრობის გადაწყვეტილება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება – მთავრობის გადაწყვეტილება

პოლიტიკა
24-05-2020, 00:11
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული. 
 
დადგენილების მიხედვით: 
 
  • სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა,გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;
 
  • საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;
 
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;
 
  • რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.primetime
კომენტარები
გასაგებია საზოგადოების შეშფოთება მაგრამ საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ...
გასაგებია საზოგადოების შეშფოთება მაგრამ...
21-05-2020, 22:12
ოფიციალურად 27 აპრილს ავტომობილების გადაადგილება არ იხსნება - ვადამ კვლავ გადაიწია
ოფიციალურად 27 აპრილს ავტომობილების გადაადგილება...
23-04-2020, 21:57
სასწრაფოდ  ავტომობილებით გადადგილება 27 აპრილს არ მოიხსნება, ვადა გახანგრძლივდა...
სასწრაფოდ ავტომობილებით გადადგილება 27 აპრილს არ...
22-04-2020, 22:11
კახა კალაძე: იდეა გვაქვს, ავკრძალოთ კვირაში ორი დღე კერძო ტრანსპორტით გადაადგილება -
კახა კალაძე: იდეა გვაქვს, ავკრძალოთ კვირაში ორი...
22-04-2020, 18:12
კიდევ ერთი სასიხარულო და მოულოდნელი გადაწყვეტილება ხდება ცნობილი! შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე
კიდევ ერთი სასიხარულო და მოულოდნელი...
27-03-2020, 14:40
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა...
25-12-2019, 19:18
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно